თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ არჩევნებზე დამოუკიდებლად გადის და გამარჯვების შემთხვევაში ქვეყნის განვითარების საკუთარ უნიკალურ გზას სთავაზობს.
პარტიის პროგრამა განსხვავდება სხვა პარტიების პროგრამებისგან ქვეყნის პოლიტიკისა და განვითარების სრულიად ახალი ხედვით.
Sputnik-საქართველო გთავაზობთ პარტიის პროგრამის მნიშვნელოვანი მომენტების მიმოხილვას.
ეკონომიკა
- დაბეგვრის ახალი სისტემა, ბიზნესის ტიპის, საქმიანობის სახეობისა და დასაქმებულთა რაოდენობის გათვალისწინებით;
- საოჯახო ბიზნესის ხელშეწყობა;
- იმპორტჩანაცვლება;
- ანაბრების დაბრუნება მოსახლეობისთვის;
- სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტზე გადასახადების გაზრდა;
- უპროცენტო გრძელვადიანი იპოთეკური სესხები.
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დაცვა
- კერძო კლინიკებთან ერთად უფასო საჯარო კლინიკების გახსნა;
- რაიონული სახელმწიფო პოლიკლინიკების გახსნა;
- უფასო მედიკამენტები პენსიონერებისა და შშმ პირთათვის;
- საპენსიო ასაკის დაწევა შრომის უფლების შენარჩუნებასთან ერთად;
- საპენსიო გადასახადის შემოღება;
- პენსია პროფესიის, სტაჟისა და კვალიფიკაციის მიხედვით;
- უფასო მედიკამენტები, ტანსაცმელი, საკვები და ტრანსპორტი გაჭირვებულთათვის;
- მუნიციპალური საბინაო ფონდის შექმნა.
განათლება
- მე-6 კლასიდან მოსწავლეების გაგზავნა ევროპასა და იაპონიაში საზაფხულო სკოლებში;
- უფასო სასადილოები სკოლებში;
- ზოგადი უმაღლესი განათლების სამწლიანი კურსი და შემდგომ სპეციალობებად დაყოფა;
- მეცნიერების განვითარება;
- ფიზიკის, მათემატიკისა და პროგრამირების დარგების განვითარება.
დემოკრატია
- სამხედრო ნეიტრალიტეტი;
- თანამდებობის პირთა დაყოფა წოდებად;
- დანაშაულების კატეგორიებად დაყოფა;
- ციხეებში გამწესდებიან მხოლოდ ის პირები, ვინც მსჯავრდებულია მკვლელობის ტოლფასი დანაშაულისთვის ან მკვლელობისთვის;
- ყველა სხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირთათვის დასახლებების ზონების შექმნა მაღალმთიან რეგიონებსა და სასაზღვრო ზონებში.
გაეცანით სხვა პარტიების წინასაარჩევნო პროგრამებს:
რას გვპირდება სააკაშვილის პარტია არჩევნების შემდეგ? მოკლედ და გასაგებად >>
რას გვპირდება „ქართული ოცნება“ არჩევნების შემდგომ: მოკლედ და კონკრეტულად >>