თბილისი, 6 ოქტომბერი - Sputnik. მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წარმოადგინა თავისი მომავალი ოთხწლიანი მმართველობის პროგრამა, რომელშიც ძირითადი რეფორმების გაგრძელებაა ასახული.
ვახტანგ კიკაბიძე ბლოკის „ძალა ერთობაშია“ სიის სათავეშია >>
პროგრამის დიდი ნაწილი ფოკუსირებულია ბიზნესის განვითარებაზე სამუშაო ადგილების შესაქმნელად, სოციალურ დახმარებაზე, ჯანდაცვასა და განათლებაზე.
ბურჯანაძე: სააკაშვილს ჩემი მხარდაჭერა არ ექნება >>
Sputnik-საქართველო გთავაზობთ „ქართული ოცნების“ პროგრამის ძირითად თეზისებს სხვადასხვა სფეროების მიხედვით.
ჯანდაცვა და სოციალური სფერო
- მინიმალური პენსიის გაზრდა 300 ლარამდე;
- პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ადრეულ ეტაპზე დაავადებების გამოვლენის მიზნით;
- ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკის გაუმჯობესება და მათი მკურნალობა;
- ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანების მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
- დროებით გადაადგილებული 13 ათასი ოჯახის საცხოვრებლის უზრუნველყოფა.
განათლება
- ზოგადი და პროფესიული განათლების დაფინანსების გაზრდა;
- მასწავლებლების, საბავშვო ბაღების აღმზრდელების და ძიძების ხელფასების გაზრდა;
- უმაღლესი განათლების დაფინანსების გაზრდა და დაფინანსების ახალი მოდელის შექმნა;
- საგრანტო კონკურსების დაფინანსების გაზრდა;
- საქართველოს გარდაქმნა საგანმანათლებლო ცენტრად.
სოფლის მეურნეობა
- სახელმწიფო 1 მილიარდი ლარის ინვესტიციას განახორციელებს სოფლის მეურნეობის განვითარებაში.
- გაგრძელდება მრავალწლიანი კულტურების განვითარება;
- 20 ჰექტარი მიწის დაშრობა სასათბურე მეურნეობებისა და მეცხოველეობის განვითარების მიზნით;
- გასაღების ახალი ბაზრების ათვისება.
რეგიონები
- რეგიონების დეცენტრალიზაცია და დაფინანსება მშპ-ს 7% -მდე;
- აღმოსავლეთ-დასავლეთის საავტომობილო ტრასის მშენებლობის დასრულება;
- ახალი ჩქაროსნული გზების მშენებლობა ახალი ტურისტული მარშრუტების შესაქმნელად;
- 1.5 ათასი კილომეტრის გზის შეკეთება;
- 400 დასახლებული პუნქტის გაზიფიკაცია;
- სოფლების ინტერნეტიზაცია;
- მთიანი რეგიონების განვითარება.
ბიზნესი და ეკონომიკა
- ახალი ელექტროსადგურების მშენებლობა;
- მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების ზრდა;
- ინოვაციური პროექტების დაფინანსების გაზრდა და ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა;
- მინიმუმ 200 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა;
- საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება ფოთში;
- დაბალი გადასახადები;
- ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების მოთხოვნების 85%-ის შესრულება;
- ტურისტული სფეროს განვითარება.
დემოკრატია
პარლამენტის, როგორც საკონტროლო ორგანოს როლის გაზრდა;
საჯარო სერვისების ხარისხის გაუმჯობესება;
ეთნიკური უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის შესწავლის უზრუნველყოფა;
პოლიციის სისტემის რეფორმა;
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ახალი კოდექსი;
სასჯელაღსრულების სისტემის გაუმჯობესება;
საოჯახო ტიპის ციხეების შექმნა;
საოჯახო ტიპის პენიტენციური დაწესებულებების შექმნა;
მოხელეთა ხელფასების სისტემის დახვეწა.