ბოლო დღე-ღამეში საქართველოში 131 მედიკოსი დაინიფიცირდა

© Pixabay / fernandozhiminaicelaკორონავირუსის ტესტი
კორონავირუსის ტესტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამყრელიძის განცხადებით, ინფექციის დროს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები არიან, თუმცა ისინი მხოლოდ პროფესიული საქმიანობის დროს არ ინფიცირდებიან.

თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. ბოლო 24 საათში გამოვლენილი 1759 შემთხვევიდან 131 მედიცინის მუშაკია, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ჯერჯერობით მხოლოდ რეკომენდაცია: გაიკეთეთ პირბადე ღია სივრცეებშიც>>

სექტემბრის დასაწყისიდან საქართველოში მკვეთრად იმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ. ბოლო დღეებში ყოველდღიური მაჩვენებელი უკვე 1500-ის ფარგლებში მერყეობს.

ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო
ამირან გამყრელიძე: საქართველომ „წითელ ზონაში“ გადაინაცვლა

გამყრელიძის განმარტებით, სამედიცინო პერსონალის ინფიცირება მხოლოდ პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას არ მომხდარა.

„სამწუხაროდ, ინფიცირდება სამედიცინო პერსონალი. მათი რაოდენობა 131-ია, მათ შორის არიან ექიმები, ექთნები და უმცროსი სამედიცინო პერსონალი. ცნობილი ფაქტია, რომ ამ ინფექციის დროს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი, სამწუხაროდ, ჩვენ ვართ. ეს არ არის მხოლოდ პროფესიული საქმიანობის დროს ინფიცირება. მოგეხსენებათ, საკმაოდ სერიოზული ოჯახური გავრცელება გვაქვს. ექიმებსაც გვყავს ოჯახები და ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1759-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 24562-ს მიაღწია.

დღის სტატისტიკა: კორონავირუსის ბოლო შემთხვევები რეგიონების მიხედვით>>

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 9751 ადამიანი, გარდაიცვალა – 183, კარანტინის რეჟიმშია 4408, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3155 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1848 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0