დღის სტატისტიკა: კორონავირუსის ბოლო შემთხვევები რეგიონების მიხედვით

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო დღე-ღამეში დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევებიდან ყველაზე მეტი – 563 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა.

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში რეკორდულად – 1595-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 22803-ს მიაღწია, ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი – 563 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ.

COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში>>

ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევებიდან 389 აჭარაში, ხოლო 335 იმერეთში დაფიქსირდა.

კლინიკა - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ექვსი პაციენტი გარდაიცვალა

რაც შეეხება სხვა რეგიონებს, ქვემო ქართლში დაფიქსირდა 77 შემთხვევა, შიდა ქართლში – 69, გურიაში – 53, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 42, მცხეთა-მთიანეთში – 26, სამცხე-ჯავახეთში – 24, ხოლო კახეთში – 17. რაჭა–ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში გასულ დღე-ღამეში ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ექვსი პაციენტი გარდაიცვალა და მათი საერთო რაოდენობა 178-მდე გაიზარდა.

სიჭინავას განცხადებით, სულ საავადმყოფოებში ამ დროისათვის მკურნალობს 3 155 ადამიანი. ამჟამად მძიმე პაციენტია 381, მათ შორის თბილისში – 190, აჭარაში – 79. აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 77 პირი, მათ შორის თბილისში – 48, აჭარაში – 12.

COVID-19-ის ანტირეკორდების გამო ევროკავშირი საგანგებო სამიტს იწვევს

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 9401 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4408, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3155 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1848 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0