მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

COVID-19-ის ანტირეკორდების გამო ევროკავშირი საგანგებო სამიტს იწვევს

© photo: Sputnik / Sergey Melkonovევროკავშირის დროშა
ევროკავშირის დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროკავშირი მიმდინარე თვეში რიგით მესამე სამიტს გეგმავს, რომელიც კონკრეტულად კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის მეთოდებს მიეძღვნება.

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელის შარლ მიშელის გადაწყვეტილებით, 29 ოქტომბერს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებისა და მთავრობების ონლაინ–სამიტი გაიმართება, რომელიც COVID-19-ის პანდემიას მიეძღვნება. 

ამის თაობაზე შარლ მიშელმა საკუთარ Twitter-ის გვერდზე დაწერა.

​„2020 წლის 29 ოქტომბერს COVID-19-ის თემაზე არაფორმალურ ვიდეოკონფერენციაზე ვიწვევ ლიდერებს. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ კოლექტიური ძალისხმევა COVID-19-თან ბრძოლაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

ეს ევროკავშირის რიგით მესამე სამიტი იქნება მიმდინარე თვეში, რომელიც კონკრეტულად კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის მეთოდებს ეძღვნება.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ბოლო პერიოდში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა — ცალკეულ სახელმწიფოებში მასობრივად ფიქსირდება ინფიცირების ანტირეკორდები. ხოლო ესპანეთი სულაც პირველი ქვეყანა გახდა ევროპაში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა.

COVID-19-მა მორიგი რეკორდი დაამყარა: ჯანმომ ერთი კვირის შედეგები გამოაქვეყნა>>

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 41 228 181 კაცს შეადგენს, რომელთაგან გარდაიცვალა 1 131 339 ადამიანი.

 

ყველა ახალი ამბავი
0