ზუგდიდში თავდამსხმელმა კიდევ ერთი მძევალი გაათავისუფლა

© Sputnik / STRINGERსპეცოპერაცია ზუგდიდში
სპეცოპერაცია ზუგდიდში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტერორისტი ზუგდიდის ცენტრში „საქართველოს ბანკის“ ფილიალიდან მძევლებს ეტაპობრივად ათავისუფლებს. უცნობია რამდენი მძევალი რჩება ბანკის შენობაში.

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. ზუგდიდში, „საქართველოს ბანკიდან“ კიდევ ერთი მძევალი გაათავისუფლეს.

ცოტა ხნის წინ, ორი მძევალი გათავისუფლდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში არ აცხადებენ, სულ რამდენი მძევალია გათავისუფლებული. ასევე უცნობია თუ რამდენი ადამიანი რჩება ბანკის შენობაში.

ვლადიმერ ბორცვაძე - Sputnik საქართველო
ბორცვაძე: ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა მძევალი უსაფრთხოდ დავაბრუნოთ ოჯახებში

სამართალდამცველების დახმარებით ბანკის ფილიალი რამდენიმე საათის წინ კიდევ რამდენიმე ადამიანმა დატოვა.

ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის" ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმა რამდენიმე საათის წინ მოხდა.

შეიარაღებულ პირს მძევლად ჰყავს აყვანილი როგორც ბანკის თანამშრომლები, ისე ბანკში მყოფი რიგითი მოქალაქეები.

თავდამსხმელი 500 ათას დოლარს, ვერტმფრენს და შენობიდან უსაფრთხოდ გასვლის გარანტიებს  მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრება.

ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0