პოლიციაში დაკითხვაზეა ადამიანი, რომელმაც ტერორისტი ბანკამდე მანქანით მიიყვანა

© photo: Sputnikსპეცოპერაცია ზუგდიდში
სპეცოპერაცია ზუგდიდში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადგილზე მობილიზებულია ზუგდიდის პოლიცია და სპეცრაზმი. ზუგდიდში ჩავიდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.

თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik პოლიციამ იპოვა მძღოლი, რომელმაც შეიარაღებული თავდამსხმელი ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალამდე მიიყვანა. ამის შესახებ ჟურნალისტებს სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ განუცხადა.

გათიშეთ ლაივსიგნალები: შსს მედიას და მობილურ ოპერატორებს მიმართავს >>

სპეცოპერაცია ზუგდიდში - Sputnik საქართველო
სპეცოპერაცია ზუგდიდში: გათავისუფლებული მძევალი უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე საუბრობს

ავტომატით და ხელყუმბარით შეიარაღებულმა მამაკაცმა ოთხშაბათს ზუგდიდის ცენტრში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში მძევლები აიყვანა. მძევლად აყვანილია 18 ადამიანი – ბანკის თანამშრომლები და კლიენტები.

„ვიცით, რომ ეს პიროვნება არის ჩაცმული სამხედრო ფორმაში. არსებობს მონაცემები, რომ უცნობმა პირმა იგი მიიყვანა დასახელებულ ბანკამდე, ხოლო ამ მოქალაქესთან სამართალდამცველი ორგანოები აწარმოებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს. ეს პიროვნება არის რიგითი მოქალაქე, რომელსაც, სავარაუდოდ, შემხებლობა არ ჰქონდა ამ თავდასხმასთან. შემდგომ გამოძიება დაადგენს ყველაფერს“, – განაცხადა მალხაზ თორიამ.

ადგილზე მობილიზებულია ზუგდიდის პოლიცია და სპეცრაზმი. ზუგდიდში ჩავიდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.

სამხედრო კამუფლაჟში ჩაცმული ტერორისტი 500 ათას დოლარს და ვერტმფრენს მოითხოვს.

ყველა ახალი ამბავი
0