სპეცოპერაცია ზუგდიდში: გათავისუფლებული მძევალი უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე საუბრობს

© Sputnik / STRINGERსპეცოპერაცია ზუგდიდში
სპეცოპერაცია ზუგდიდში - Sputnik საქართველო
გამოწერა
რამდენიმე საათის წინ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა.

თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. თავდამსხმელი აცხადებს, რომ თუ სამართალდამცველები დადგენილ ვადებში მის მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ, მძევლების დახოცვას დაიწყებს, განაცხადა ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში მყოფმა მძევალმა ირაკლი კვარაცხელიამ.

რამდენიმე საათის წინ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა.

„უმთავრესი ის არის, რომ სპეცრაზმი პერიმეტრს მოშორდეს. შემოჭრის ყველანაირი მცდელობა დასრულდება ფატალურად ყველა ჩვენგანისთვის, ვინც აქ არის. უმძიმესი ფსიქოლოგიური მდგომარეობაა, ცხადია, თუმცა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ამ ეტაპზე არავის არ სჭირდება“, – განაცხადა ირაკლი კვარაცხელიამ.
სპეცოპერაცია ზუგდიდში - Sputnik საქართველო
გათიშეთ ლაივსიგნალები: შსს მასმედიას და მობილურ ოპერატორებს მიმართავს

თავდამსხმელი 500 ათას დოლარს და შენობიდან უსაფრთხოდ გასვლას ითხოვს, ხოლო სამართალდამცველებს მოთხოვნების შესასრულებლად ორ საათს აძლევს.

მძევლის თქმით, როდესაც თავდამსხმელი თანხას მიიღებს, შენობიდან ან ვერტმფრენით წავა, ან მძევლებთან ერთად გავა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების რაზმები. პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიიდან ადამიანების ევაკუაცია განახორციელა.

შსს-მ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო. უწყების ცნობით, ბანკში შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროში 14:21 საათზე შევიდა. პოლიციის თანამშრომლებმა მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია და დაიწყო დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია.

ყველა ახალი ამბავი
0