ერთ-ერთი მძევალი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსია

© Sputnik / STRINGERზუგდიდი
ზუგდიდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა რამდენიმე წუთის წინ შენობა სამ მძევალთან ერთად დატოვა, რომელთა შორის ერთ-ერთი სამეგრელო–ზემო სხვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხულმძღვანელი ავთანდილ გალდავაა.

თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. ზუგდიდში ბანკზე თავდამსხმელის ერთ-ერთი მძევალი, რომელთან ერთადაც შენობა მან რამდენიმე წუთის წინ დატოვა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ გალდავაა. ინფორმაცია ქართულ მედიაში ვრცელდება.

დოლარები - Sputnik საქართველო
თავდასხმა ბანკზე ზუგდიდში: მძევლის განცხადებით, თავდამსხმელს თანხა გადაეცა

გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ გალდავა აწარმოებდა შეიარაღებულ პირთან მოლაპარაკებებს და გალდავამ მიიტანა ბანკში თანხა, რომელიც თავდამსხმელმა მოითხოვა.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა ბანკის შენობა დატოვა სამ მძევალთან ერთად, რომლებსაც ხელები უკან ჰქონდათ შეკრული და ერთმანეთზე იყვნენ გადაბმული.

სავარაუდოდ, თავდამსხმელს ხელში ხელყუმბარა ეჭირა. ის მძევლებთან ერთად პოლიციის ავტომანქანაში ჩაჯდა.

ამ დროისთვის უცნობია, რა მიმართულებით გადაადგილდა აღნიშნული ავტომანქანა. მანამდე შენობა გათავისუფლებულმა მძევლებმა დატოვეს.

სპეცოპერაცია ზუგდიდში - Sputnik საქართველო
ზუგდიდში თავდამსხმელმა კიდევ ერთი მძევალი გაათავისუფლა

შსს-ს მხრიდან ჯერჯერობით დამატებითი კომენტარები არ გაკეთებულა.

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი გათავისუფლებული მძევლის ირაკლი კვარაცხელიას განცხადება გავრცელდა, სადაც ის ამბობს, რომ გამტაცებელს პოლიციამ მოთხოვნილი თანხა მიუტანა.

ავტომატით და ხელყუმბარით შეიარაღებულმა მამაკაცმა ოთხშაბათს ზუგდიდის ცენტრში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი ფილიალის შენობაში 19 ადამიანი მძევლად აიყვანა. დამნაშავე მოითხოვდა ნახევარ მილიონ დოლარს და ვერტმფრენს ადგილის უსაფრთხოდ დატოვებისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0