აზერბაიჯანი საქართველოს საზღვრამდე გზას აფართოებს

© photo: courtesy of Azerbaijan Highway State Agencyგზის გაფართოების სამუშაოები
გზის გაფართოების სამუშაოები - Sputnik საქართველო
გამოწერა
130 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთი საერთაშორისო ტვირთგადაზიდვების გაზრდის მიზნით 27 მეტრამდე გაფართოვდება. გზაზე 86 ავტობუსის გაჩერების მოწყობა იგეგმება

თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. სახელმწიფო სააგენტო „აზერბაიჯანის საავტომობილო გზები“ განჯა-გაზახი-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის 130 კილომეტრიანი მონაკვეთის გაფართოების სამუშაოებს აწარმოებს, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.

სააგენტოს ქვედანაყოფები ახორციელებენ გრუნტის ფენის დაგებას, ქვისა და გრანულებიანი საძირკვლის მშენებლობას, პარალელურად მიმდინარეობს წყლის მილების ჩაყრა, მიწისქვეშა გადასასვლელების და ხიდების მშენებლობა.

საავტომობილო გზა - Sputnik საქართველო
აზერბაიჯანი საქართველოსკენ მომავალ გზას გაარემონტებს

ასევე მიმდინარეობს ხრეშის ფუნდამენტის მშენებლობა და ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება.

მშენებლები ახორციელებენ საგზაო სამუშაოებს, თუმცა ავტოტრანსპორტის კომფორტულ მოძრაობას ხელი არ ეშლება.

პროექტის თანახმად, გზის საერთო სიგანე 27,5 მეტრამდე გაფართოვდება. ასევე 130 კილომეტრიან მონაკვეთზე 86 ავტობუსის გაჩერების მოწყობა იგეგმება. იმის გათვალისწინებით, რომ ავტომაგისტრალი დასახლებულ პუნქტებთან მოშორებით გადის, აღნიშნულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოების დონე იზრდება.

აღნიშნული გზის გაფართოება, რომელიც ბაქო-ალათ-გაზახ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის რესპუბლიკური მნიშვნელობის ავტომაგისტრალის ნაწილია, საერთაშორისო და შიდა გადაზიდვების მოცულობის გაზრდის საშუალებას იძლევა.

ყველა ახალი ამბავი
0