თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. აზერბიჯანიდან საქართველოსკენ მომავალი საავტომობილო გზის, ზაქათალა-ბელაქანი-მაზიმჩაის კაპიტალური რემონტისთვის, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განკარგულებით სახსრები გამოიყო, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი სახელმწიფოს მეთაურის ოფიციალურ ვებგვერდზე დაყრდნობით.
განკარგულების თანახმად, ზაქათალა-ბელაქანი-მაზიმჩაის 35 კმ გზის კაპრემონტისთვის სააქციო საზოგადოება „აზერავტოიოლს“ 24,6 მლნ მანათი გამოეყოფა.
აღნიშნული გზა 16 დასახლებულ პუნქტს აკავშირებს და ასევე გადის ორი რაიონის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე, რომლის მოსახლეობაც 100,7 ათას კაცს შეადგენს.