საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის მშენებლობის პირველი ეტაპი იწყება

© Sputnik / Alexander Imedashviliსაოგადოებრივი მაუწყებელი
საოგადოებრივი მაუწყებელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„პირველი არხის“ მენეჯმენტმა ახალი შენობის იერსახისა და დიზაინის შერჩევა საზოგადოებას შესთავაზა და პირველად ქართულ რეალობაში საპროექტო წინადადება Facebook-ში კენჭისყრით შეირჩა.

თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის მშენებლობის პირველი ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გაფორმდა, იუწყება „პირველი არხი“.

კოსტავას ქუჩაზე მდებარე საზოგადოებრივი მაუწყებლის ახლანდელი შენობა ავარიულ მდგომარეობაშია. სამეურვეო საბჭომ ჯერ კიდევ 2017 წელს მიმართა ეკონომიკის სამინისტროს, რომელმაც მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთი გამოყო. ხოლო ძველი შენობის თაობაზე გაყიდვის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა - Sputnik საქართველო
სად გადადის „პირველი არხი“: ახალი შენობის მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა

ხელშეკრულებას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა და შპს „დაგის“ დირექტორმა მიხეილ შარანგიამ მოაწერეს ხელი. პირველი ეტაპი მშენებლობის კონსტრუქციულ და არქიტექტურულ ნაწილს მოიცავს.

ბერძენიშვილის განცხადებით, არხის განახლების პირველი, ძალიან რეალური ეტაპი სწორედ დღეს დაიწყო.

„პირველი არხის არქიტექტურული მშენებლობა არ არის მხოლოდ ტექნიკური ნაწილი, შინაარსობრივ ნაწილსაც მოიცავს და, ზოგადად, ორგანიზაციის განახლების გრძელვადიან გეგმას უკავშირდება. ამიტომ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და იმედი გვაქვს, რომ „პირველი არხის“ განახლების პირველი, ძალიან რეალური ეტაპი სწორედ დღეს დაიწყო“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

მიხეილ შარანგიამ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ სამუშაოები დროულად და ხარისხიანად ჩატარდება.

„დღეს გავაფორმეთ ისტორიული ხელშეკრულება, კეთდება თაობების საქმე, რომელსაც ახლა ეყრება საფუძველი. გავიმარჯვეთ ტენდერში, რომელიც გამჭვირვალედ ჩატარდა, გამოვლინდა გამარჯვებული – ჩვენი კომპანია, რომელსაც აქვს 15-წლიანი გამოცდილება და, რაც მთავარია, სამუშაოები ხარისხიანად და დროულად ჩატარდება“, – განაცხადა მიხეილ შარანგიამ.

პირველი არხის შენობა - Sputnik საქართველო
აუქციონი არ შედგა: პირველი არხის შენობის გაყიდვა არჩევნების დასრულებამდე გადაიფიქრეს

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ 2020 წლის ივნისში გამოცხადებულ ტენდერში შპს „დაგმა“ გაიმარჯვა. 

მაუწყებლის ახალი შენობა პოლიტკოვსკაიას N31-ში დაახლოებით ორ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე განთავსდება. მშენებლობის შესაბამისი ნებართვა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა 2020 წლის მაისში გასცა, ახალი შენობის დიზაინისა და ვიზუალის შერჩევა კი მაუწყებელმა საზოგადოებას შესთავაზა.

პირველად ქართულ რეალობაში შენობის დიზაინი და ვიზუალი ფეისბუქით შეირჩა. ღია კონკურსის გამარჯვებული შპს „თბილქალაქპროექტის“ მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინადადება გახდა. თანამედროვე დიზაინმა 14 227 ხმა და სპეციალური კომისიის უმაღლესი შეფასება მიიღო.

მშენებლობის მეთვალყურეობისთვის „პირველმა არხმა“ ასევე ტენდერის მეშვეობით დაიქირავა საერთაშორისო პროექტების მართვის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე რეგიონში ლიდერი კომპანია „სიემსი“ (СМС), რომელიც აქტიურად იქნება ჩართული პროექტის მართვაში.

ყველა ახალი ამბავი
0