თბილისი, 16 ოქტომბერი - Sputnik. თბილისის ევანგელისტურ–ბაპტისტურ ეკლესიაში კავკასიაში მშვიდობისთვის კონფესიათაშორისი ლიტურგია აღევლინა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სომხეთის ელჩი მიიღო>>
სომხურ–აზერბაიჯანული ომის დაწყებიდან მეთვრამეტე დღეს მშვიდობის საკათედრო ტაძარში მშვიდობისთვის კავკასიაში ერთობლივი ლოცვა აღავლინეს. ლოცვაში მონაწილეობდნენ სომეხი და აზერბაიჯანელი სასულიერო პირები, მრევლი და სხვადასხვა კონფესიის ღვთისმსახურები.
ლოცვები წაიკითხეს სახარებიდან და ყურანიდან ქართულ, სომხურ, იეზიდურ და არაბულ ენებზე. მსახურებას წარუძღვა თბილისის მიტროპოლიტი მალხაზ სონღულაშვილი, რომელსაც ეხმარებოდნენ შეიხი მირთაგ ასადოვი და მამა ნარეკ კუშჩიანი, რომლებიც აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეებს წარმოადგენდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, სომეხ და აზერბაიჯანელ სასულიერო პირებს შორის შეხვედრა მშვიდობიან ატმოსფეროში და ურთიერთთანხმობით წარიმართა.
ღვთისმსახურების შემდეგ სასულიერო პირებმა განცხადება გააკეთეს. ითქვა, რომ ამგვარ ღვთისმსახურებას ისინი ყოველ შაბათს, 19:00 საათზე აღავლენენ. ეს იქამდე გაგრძელდება, სანამ კონფლიქტი ბაქოსა და ერევანს შორის არ დამთავრდება.
საქართველოში ვერავინ წაგვაჩხუბებს: სომხებსა და აზერბაიჯანლებს მშვიდობის იმედი აქვთ>>
ქართველმა, სომეხმა, აზერბაიჯანელმა და იეზიდმა სასულიერო პირებმა სხვა ეკლესიებსაც მოუწოდეს, ამავე დროს ლოცვები წაიკითხონ.