14:45 28 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8094
  • 100 RUB4.2136
  • USD3.2242
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (96)
51 0 0

ილია მეორემ მწუხარება გამოთქვა ორივე მხარეს მსხვერპლის გამო და აღნიშნა, რომ ლოცულობს კონფლიქტის დროულად დასრულებისა და მშვიდობისათვის.

თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოში სომხეთის ელჩს რუბენ სადოიანს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

საქართველოში ვერავინ წაგვაჩხუბებს: სომხებსა და აზერბაიჯანლებს მშვიდობის იმედი აქვთ>>

როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული, ხანმოკლე შეხვედრის დროს, რომლის ინიციატორი სომხეთის ელჩი იყო, საუბარი ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს შეეხო.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მწუხარება გამოთქვა ორივე მხარეს მსხვერპლის გამო და აღნიშნა, რომ ლოცულობს კონფლიქტის დროულად დასრულებისა და მშვიდობისათვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

საპატრიარქოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს. მიმდინარეობს აქტიური საომარი მოქმედებები. მსხვერპლი არის ორივე მხარეს.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს. საქართველომ კონფლიქტის მხარეებს მოლაპარაკებების გამართვა თბილისში შესთავაზა.

გახარიამ აზერბაიჯანსა და სომხეთს თბილისში შეხვედრის გამართვა შესთავაზა>>

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში კონფლიქტის გამწვავება საქართველოსთვისაც დიდ რისკებთანაა დაკავშირებული და აღნიშნა, რომ თბილისი ვითარების მშვიდობიანი მოგვარებითაა დაინტერესებული.

თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (96)

მთავარი თემები