COVID-19 და ლეტალური შემთხვევები: ინფორმაცია გარდაცვლილების შესახებ

© photo: Sputnik / VItaliy Timkiv / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის გამოჯანმრთელდა 7367 ადამიანი, გარდაიცვალა – 113, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5792, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1042 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ოთხი პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 113 შეადგინა.

დღეს კორონავირუსის გამო გარდაცვალების ფაქტები დაფიქსირდა აჭარასა და თერჯოლაში.

თბილისი - Sputnik საქართველო
COVID-19-ის რეკორდული მაჩვენებელი საქართველოში: შემთხვევები რეგიონების მიხედვით

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვალების ორი შემთხვევიდან ერთი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მეორე კი კლინიკა „მედცენტრში“ დაფიქსირდა.

87 წლის ქალი რესპუბლიკურ საავადმყოფოში 8 ოქტომბერს შეიყვანეს. მას აღენიშნებოდა ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს სინდრომი. გულის ქრონიკული უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია.

კლინიკა „მედცენტრში“ გარდაცვლილ მამაკაცს აღენიშნებოდა პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შოკი დაუზუსტებელი, თირკმლის მწავავე უკმარისობა, გულის მწვავე უკმარისობა, თავის ტვინის ინფარქტი, შაქრიანი დიაბეტი – ტიპი 2, ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია.

კორონავირუსით გარდაცვალების ერთი შემთხვევა თერჯოლაში დაფიქსირდა.

დისტანციური სწავლება - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: ქვეყანაში სკოლები და ბაღები იხურება

როგორც კლინიკა „თერჯოლამედის“ დირექტორმა დავით სარიშვილმა განაცხადა, 83 წლის ქალი კლინიკაში გუშინ შეიყვანეს. მას თანმდევი ქრონიკული დაავადებები ჰქონდა და მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. პაციენტი თერჯოლის მკვიდრი იყო.

მეოთხე გარდაცვლილი შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 919-ით გაიზარდა და 14440-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 7367 ადამიანი, გარდაიცვალა – 113, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5792, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1042 ადამიანი იმყოფება.

COVID-19 საქართველოში: ამდენი ჯერ არ ყოფილა – ახალი მონაცემები>>

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0