თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევიდან თბილისში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა – დედაქალაქში ინფიცირებულებს 366 ადამიანი შეემატა, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ.
ბოლო პერიოდში თბილისში ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება – გუშინ 297 შემთხვევა იყო დადასტურებული.
რეგიონების მიხედვით დღის მაჩვენებელი ასეთია:
– აჭარა - 286
– იმერეთი - 104
– სამეგრელო-ზემო სვანეთი - 57
– ქვემო ქართლი - 44
– შიდა ქართლი - 21
– კახეთი და გურია - 13-13
– მცხეთა-მთიანეთი - 11
– სამცხე-ჯავახეთი - 3
– რაჭა-ლეჩხუმი - 1
რაც შეეხება უშუალოდ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, კლინიკაში ამჟამად 62 კოვიდ-ინფიცირებული მკურნალობს.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 14440 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელების შემთხვევათა რიცხვი კი 7367-ს შეადგენს. გარდაიცვალა 113 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში საქართველოს 5721 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის. უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ 41 მოქალაქეა გადმოყვანილი.
ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.