„საინტერესო და არატრივიალური“: ექსპერტების მოხსენება მსოფლიოს მომავლის შესახებ

© photo: ValdaiClubRu / FBვალდაის კლუბის ახალი მოხსენების პრეზენტაცია
ვალდაის კლუბის ახალი მოხსენების პრეზენტაცია  - Sputnik საქართველო
გამოწერა
რა გავლენას მოახდენს პანდემია მსოფლიო პოლიტიკაზე? ამ შეკითხვაზე პასუხის მოძებნას საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ ექსპერტები შეეცადნენ ახალი მოხსენების პრეზენტაციაზე 13 ოქტომბერს

დანარა კურმანოვა

როგორც წესი, ვალდაის კლუბი წელიწადში მარტო ერთ ანალიტიკურ მოხსენებას აქვეყნებს მსოფლიო პოლიტიკის ტრენდებზე, მაგრამ წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო, მოვლენები მთელ მსოფლიოში ისე სწრაფად ვითარდებოდა, რომ კლუბის ანალიტიკოსებმა ორი ანალიტიკური დოკუმენტის გამოქვეყნება გადაწყვიტეს.

ჯანმოს შტაბბინა - Sputnik საქართველო
თავისუფალი ცირკულაცია თუ ვაქცინაცია: ჯანმოს ახალი კომენტარი „კოლექტიურ იმუნიტეტზე“

როგორც პრეზენტაციის მოდერატორი, ჟურნალის „რუსეთი გლობალურ პოლიტიკაში“ მთავარი რედაქტორი ფიოდორ ლუკიანოვი ამბობს, პირველი მიმდინარე წლის მაისში გამოქვეყნდა და მოკლედ აანალიზებდა კორონავირუსის გავლენას მსოფლიო პოლიტიკაზე, მეორის პუბლიკაცია შემოდგომაზე გადაწყდა, თანაც, შეძლებისდაგვარად კრეატიული ფორმატით. ამიტომ მოხსენება არასტანდარტულ ჯანრში დაიწერა და ეწოდა „მრავალსახოვანი მსოფლიოს უტოპია: როგორ გრძელდება ისტორია“.

„ჩვენ შეგნებულად ვეცადეთ დაგვეხატა იდეალური სურათი მშვენიერი მომავლისა — როგორი შეიძლება ის გახდეს, თუ საშიშ ტენდენციებს მსოფლიო სტაბილურობისთვის გამოვიყენებდით. უტოპია იმადაცაა უტოპია, რომ საუკეთესო სცენარებიდან ამოდის, ხოლო გონივრული და პასუხისმგებლიანი მიდგომით, გამოსავალი ყველა სიტუაციაში არსებობს“, — ამბობს ლუკიანოვი.

და იქვა ამატებს, რომ იდეალური სცენარი ახლა უბრალოდ აუცილებელია საზოგადოებისთვის, ვინაიდან მთელი წელი „მწვავე თუ ქრონიკული პანიკის მდგომარეობაში ცხოვრობს“.

საოცარი სამყარო

მოხსენების ძირითადი იდეა, ფიოდორ ლუკიანოვის თქმით, მაქსიმალურად მარტივია: კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო წესრიგი შეცვალა, ხოლო საერტაშორისო ინსტიტუტების მუშაობა მნიშვნელობასა და აზრს კარგავს. ფუტუროლოგიური კვლვის ფარგლებში ვალდაის კლუბის ექსპერტები შეეცადნენ წარმოედგინათ, როგორ აისახებს პანდემიის შედეგები მსოფლიო თანამეგობრობაზე უახლოეს 25 წელიწადში, და მივიდნენ დასკვნამდე: მომავალში ბევრი სახელმწიფო გაიაზრებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების გარეშე შეუძლიათ ურთიერთქმედება, რასაც ქვეყნებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობა ჩაანაცვლებს.

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
ჩინეთი ძვირს გადაიხდის პანდემიისთვის: ტრამპი პირობას დებს

„სამომავლო ამოცანა არ არის მეოცე საუკუნიდან მემკვიდრეობით მიღებული ინსტიტუტების რემონტი, რომლებიც მაინც არ შეესაბამებიან ახალ რეალობებს. ამიტომ ამაზე ძალისხმევის ხარჯვა საჭირო არაა. უნდა მოიძებნოს ახალ მსოფლიოში ცხოვრების მეთოდები“, — ამბობს ლუკიანოვი.

ამ თეზისზე სამსჯელოდ ვალდაის კლუბის წევრებმა რუსეთის მეცნოიერებათა აკადემიის წევრები, დიდი ბრიტანეთისა და აშშ–ის უნივერსიტეტების მკვლევარები და ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მიიწვიეს. რუსმა მინისტრმა მოხსენებას „საინტერესო და არატრივიალური“ უწოდა და თქვა, რომ COVID-19–მა წარმოაჩინა, რომ ზოგი სახელმწიფოს ლიდერი კრიზისულ ვითარებაში „მაქსიმალურად ეგოისტურად“ იქცევა.

„პანდემიის ადრეულ ეტაპზე ერთი ძალიან ცნობილი, მდიდარი და კარგად შეიარაღებული ქვეყანა ან ყიდულობდა, ან თავისკენ იმისამართებდა სხვებისთვის განკუთვნილ ტვირთებს კორონავირუსისგან დამცავი საშუალებებით“, — აღნიშნა ლავროვმა და სინანული გამოთქვა, რომ ზოგი ქვეყანა კარგავს კომპრომისის, დიალოგია და ზოგადად „მოსაუბრისთვის ყურის დაგდების“ კულტურას. ამის ნაცვლად კი „ჭარბობს დადანაშაულებისა და ულტიმატუმების წამოყენების სურვილი“.

პრემიერი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გიორგი გახარია: კორონავირუსთან ადაპტაციის ეტაპზე ვიმყოფებით

საერთაშორისო ინსტიტუტები უნდა შენარჩუნდეს

და მაინც, სერგეი ლავროვს მიაჩნია, რომ კონკრეტული ქვეყნების ლიდერების ქმედებები არ შეიძლება აირიოს ორგანიზაციების ქმედებებში. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვივარაუდეთ, რომ ბევრი საერთაშორისო ინსტიტუტი შეიძლება გაქრეს, ვალდაის კლუბის ანალიტიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ 2045 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ასი წლის იუბილეს მაინც აღნიშნავს.

„მიუხედავად აბსოლუტურად საფუძვლიანი კრიტიკისა, გაერო ასეულებს თავის საბაზო მისიას, — განაცხადა ლავროვმა. — მისი წყალობით, მსოფლიო დიდ „დერჟავებს“ შორის კონფლიქტს გადაურჩა და მიუხედავად ხილული ნაკლოვანებისა, გაეროს ალტერნატივა არ აქვს“.

გაეროს მუშაობის ანალიზისას სერგეი ლავროვმა პარალელი გაავლო მისი წესდების დარღვევასა და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას შორის.

„ჩვენ ხომ არ ვამბობთ უარს საგზაო წესებზე იმის გამო, რომ ავარიები ხდება“, — თქვა მინისტრმა და დაამატა, რომ სახელმწიფოები უბრალოდ უნდა შეეცადნენ, მიაღწიომ საერთაშორისო სამართლის ურყევს დაცვას.  

უფრო მეტიც, გაერო პასუხობს მრავალმხრივი დიპლომატიის მთავარ მიზანს, რომელზეც საუბარია მოხსენებაში — ეს დავების მშვიდობიანი გადაჭრა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობაა.

ახლო საზღვარგარეთი დასავლეთს არ უნდა უმზერდეს

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: თანამედროვე მსოფლიომ ვერაფერი ახალი ვერ შემოგვთავაზა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში

კლუბის ექსპერტებთან მოხსენებაზე მსჯელობისას სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ დასავლეთი არ შეიძლებ აიყოს სხვა ქვეყნების ქმედებების შეფასების წყარო და საჭიროა შეწყდეს მისკენ ცქერა.

„ჩვენ ყოველთვის გქვონდა ღირსების გრძნობა. თუ ევროკავშირში არ ესმით რუსეთთან ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგის აუცილებლობა, ესე იგი, ჩვენ რაღაც დროით უნდა შევწყვიტოთ მათთან ურთიერთობა“, — თქვა რუსმა მინისტრმა.

დასავლეთი ისედაც კარგავს ეკონომიკური და ფინანსური ამოცანების ერთობლივად გადაჭრის უნარს, მიაჩნია ლავროვს. სამაგიეროდ იზრდება ცალკეული სახლემწიფოების საჭიროება ერთმანეთთან უფრო მოქნილი ურთიერთობისა, ამიტომ დღეს სულ უფრო მეტი სიტუაციური კავშირი ჩნდება. ამასთან ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ახლო საზღვარგარეთის ქვეყნები. ასე უპასუხა ლავროვმა შეკითხვას, რომელიც პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხებოდა.

„იქნება არაერთი ერთჯერადი ალიანსი. მაგალითად სირიის დარეგულირება შეიძლება მოვიყვანოთ — ასტანის ფორმატი. ის აბსოლუტურად ერთ ჯერადია და კონკრეტულ პრობლემას ეძღვნება. სხვა არანაირ საკითხზე თურქეთს, რუსეთსა და ირანს ასეთი ფორმატი არ შეუქმნიათ. ასეთი მაგალითი ბევრია — იგივე ეუთოს მინსკის ჯგუფი. მიუხედავად იმისა, რომ ის ეუთოს ეყრდნობა,  მთავარი საზრუნავი მაინც თანათავმჯდომარე ქვეყნებს აწევთ მხრებზე“, — თქვა მინისტრმა.

ყველა ახალი ამბავი
0