კორონავირუსი აჭარაში ერთ-ერთ პატიმარს დაუდასტურდა

© AFP 2024 / Mike LEYRAL ციხის საკანი
ციხის საკანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პენიტენციური სამსახურის მონაცემებით, მას შემდეგ, რაც ბრალდებულს აღკვეთის ზომად პატიმრობა შეუფარდეს, ის სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს. ინფიცირებულს სხვა პატიმრებთან კონტაქტი არ ჰქონია.

თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. აჭარაში კორონავირუსი დაუდგინდა თურქეთის მოქალაქეს, რომელიც პოლიციის განყოფილებაში დაკავებულის სტატუსით იმყოფებოდა, ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

სამსახურის მონაცემებით, 11 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც ბრალდებულს აღკვეთის ზომად პატიმრობა შეუფარდეს, პოლიციის თანამშრომლებმა ის სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს.

ციხე - Sputnik საქართველო
ციხემდე – კარანტინში: პატიმრებისთვის სამოქალაქო სექტორში ადგილები გამოიყო

„ვინაიდან ბრალდებული აჭარის რეგიონში დააკავეს, იქ არსებული მწვავე ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მას პენიტენციური დაწესებულების პერიმეტრის გარეთ გაუკეთდა ანტიგენ-ანტისხეულზე სწრაფი ტესტი, რომელმაც დადებითი პასუხი აჩვენა“, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ვირუსის შესაძლო გავრცელების აღკევთის მიზნით დაკავებული პოლიციის თანამშრომლებმა დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სამოქალაქო სექტორის შესაბამის კლინიკაში, სადაც მან PCR–ტესტირება გაიარა და 12 ოქტომბერს COVID-19 დაუდასტურდა. ბრალდებულს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მოთავსებისთანავე, კონტროლის მიზნით, გაუკეთდა ელექტრონული სამაჯური, რათა მასთან კლინიკაში პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრების ყოფნა არ ყოფილიყო საჭირო.

ბათუმის ციხე  კორონავირუსის პანდემიის გამო ყაზარმულ რეჟიმზე გადადის>>

პენიტენციურ სამსახურში აღნიშნავენ, რომ ინფიცირებულს სხვა პატიმრებთან კონტაქტი არ ჰქონია.

ყველა ახალი ამბავი
0