ბათუმის ციხე  კორონავირუსის პანდემიის გამო ყაზარმულ რეჟიმზე გადადის

გამოწერა
აჭარაში გამწვავებულმა ეპიდსიტუაციამ პენიტენციური სამსახური აიძულა მკაცრი ზომები მიეღო.  კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით ეს რეგიონი კვლავ „წითელ ზონად “ რჩება.

 

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. აჭარის რეგიონში გამწვავებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, N3 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა სრული შემადგენლობა ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდა, ნათქვანია სპეციალური პენიტენციური სამსახურის Facebook–გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

„დაწესებულების თანამშრომლებს, მედპერსონალისა და ტექნიკურ პერსონალის ჩათვლით, გეგმიური PCR–ტესტირება ჩაუტარდათ და უარყოფითი პასუხების მიღების შემდეგ დაწესებულების შიდა პერიმეტრზე მომუშავე 40 თანამშრომელი ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდა. მათ შორის არიან ის პირებიც, ვინც 29 მარტიდან როტაციის პრინციპით მუშაობდა ყაზარმულ რეჟიმში. მათ 28 სექტემბერს უნდა დაეტოვებინათ დაწესებულება და სხვა თანამშრომლებით ჩანაცვლებულიყვნენ, მაგრამ დაწესებულებაში ვირუსის შეღწევის პრევენციის მიზნით, როტაცია გაუქმდა“, – ნათქვამია განცხადებაში. 

ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
ენდელაძე: კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 416 აჭარას უკავშირდება

4 ოქტომბრიდან მათ დაემატათ სამედიცინო და ტექნიკური პერსონალი, ასევე კერძო კომპანიების თანამშრომლები, რომლებიც დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიასა და სასადილოში არიან დასაქმებული.

პენიტენციურ სისტემაში  ვირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლის 30 მაისიდან დაწესებულების თანამშრომლებს ორ კირაში ერთხელ გეგმური  PCR–ტესტირება უტარდებათ.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში 5 მარტიდან განსაკუთრებული რეჟიმი მოქმედებს.  კერძოდ,  მსჯავრდებულებს პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული ზოგიერთი უფლება შეუჩერდათ – აეკრძალათ პაემნები, ციხის ტერიტორიის დროებით დატოვება და ასვე  ამანათების მიღება გარდა წერილებისა. 

20 მაისიდან კი კვლავ აღდგა პატიმრებისთვის ყველა სახის ამანათის,  მათ შორის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, პირადი ჰიგიენის ნივთებისა და საკვები პროდუქტების შეგზავნა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 578-ით გაიზარდა და 8696-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0