ახალდაკავებული ბრალდებულები PCR–ტესტირებას გაივლიან – რას გულისხმობს ახალი პროტოკოლი

© Ministry of Internal Affairs of Georgia / photo : Ministry of Internal Affairs of Georgia / FBსაპატიმროებისა და დროებითი დაკავების იზოლატორების დეზინფექცია
საპატიმროებისა და დროებითი დაკავების იზოლატორების დეზინფექცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღნიშნული ცვლილება სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პენიტენციური სისტემის ვირუსისგან დასაცავად შეიმუშავა.

თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. ყველა ახალდაკავებული ბრალდებული პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებამდე PCR–ტესტირებას გაივლის, ნათქვამია სპეიცალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

უწყების ცნობით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ახალდაკავებული პატიმრებისთვის ახალი სამედიცინო პროტოკოლი ამოქმედდა.

ციხის საკანი - Sputnik საქართველო
კორონავირუსი აჭარაში ერთ-ერთ პატიმარს დაუდასტურდა

პროტოკოლის მიხედვით, 12 ოქტომბრიდან ის ახალდაკავებული პირები, რომლებიც სავალდებულო 12-დღიან კარანტინს გაივლიან როგორც სამოქალაქო სექტორის კლინიკის, ასევე სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში, გაივლიან PCR–ტესტირებასაც და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება დაწესებულების დანარჩენ კონტინგენტთან მათი შერევა.

პენიტენციურ სისტემაში დღემდე მოქმედი სამედიცინო პროტოკოლის თანახმად, საეჭვო სიმპტომების ან ეპიდანამნეზის მქონე ყველა ახალდაკავებული ბრალდებული დროებითი მოთავსების იზოლატორიდან თავსდებოდა პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში, ან სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. საკარანტინო სივრცეში მოთავსებამდე, ასევე საკარანტინო პერიოდის გასვლის შემდეგ ხდებოდა მათი სწრაფი ტესტით შემოწმება და მხოლოდ ამის შემდეგ გადაჰყავდათ ე.წ. მიმღებ პენიტენციურ დაწესებულებებში, სადაც ასევე სპეციალურ საკარანტინო-საიზოლაციო სივრცეში თავსდებოდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0