ფოთში საბავშვო ბაღები მუშაობას ორშაბათიდან განაახლებენ

© photo: Sputnik / Stringerსაბავშვო ბაღი
საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადგილობრივი მერიის მონაცემებით, მუნიციპალიტეტში მოქმედი ყველა სასწავლო დაწესებულება აღჭურვილია შესაბამისი საჭირო ინვენტარით.

თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. ფოთის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღები საქმიანობას 12 ოქტომბრიდან განაახლებენ.

საბავშვო ბაღებში მოხდება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ჯანდაცვის და განათლების სამინისტროების მიერ ერთობლივად შემუშავებული ყველა რეკომენდაციის დაცვა. 

საბავშვო ბაღში - Sputnik საქართველო
ხვალ ვერ გავიხსნებით: თბილისის რამდენიმე საბავშვო ბაღი განცხადებას ავრცელებს

ადგილობრივი მერიის მონაცემებით, მუნიციპალიტეტში მოქმედი ყველა სასწავლო დაწესებულება აღჭურვილია შესაბამისი საჭირო ინვენტარით.

 „ამ დროისთვის მიმდინარეობს სასწავლო–სააღმზრდელო პროცესისთვის მზადება. სპეციალური სამსახურები ბაღებს სპეციალური ხსნარებით ამუშავებენ. თითოეული ბაღის პედკოლექტივი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციების შესრულება და რომ ჩვენს ბავშვებს ჰქოდეთ შესაბამისი გარემო“, – განაცხადა ფოთის მერმა გოჩა კურდღელაიამ ტელეკომპანია Imedi–ის ეთერში.

საბავშვო ბაღებში სასწავლო–აღმზრდელობითი პროცესი 14 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ქვეყანაში ეპიდემიური ვითარების გართულების გამო ხელისუფლებამ ბაღების გახსნა ჯერ 1 ოქტომბრამდე, შემდეგ კი 12 ოქტომბრამდე გადადო. სექტემბრის დასაწყისიდან საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მხრივ ყოველდღირად ანტირეკორდები ფიქსირდება. 

© Sputnik / Konstantin Ivanovროგორ იმუშავებენ თბილისის საბავშვო ბაღები
ფოთში საბავშვო ბაღები მუშაობას ორშაბათიდან განაახლებენ - Sputnik საქართველო
როგორ იმუშავებენ თბილისის საბავშვო ბაღები
ყველა ახალი ამბავი
0