მაგიური კითხვარი შეყვარებულთა გულების ასანთებად

© Pixabay / congerdesignსიყვარული
სიყვარული - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ მაგიისმაგვარი სავარჯიშოების სერიოზულად აღქმა რთულია, მაგრამ კითხვარს ნამდვილად შეუძლია გულების (კვლავ) ანთება ერთ საათზე ნაკლებ დროში. სცადეთ თავადაც და დარწმუნდით ამაში!

სტოუნი ბრუკის (აშშ) უნივერსიტეტის პროფესორმა არტურ არონმა (Arthur Aron) 1997 წელს ახლო ურთიერთობები გამოიკვლია. მან გამოიგონა სავარჯიშოები, რომლებიც ორ უცნობ ადამიანს დაახლოებას „აიძულებს“. შედეგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. სტუდენტთა ერთი „საცდელი“ წყვილი ნახევარ წელიწადში დაქორწინდა და ეს პირველი შემთხვევა იყო შეყვარებულების გრძელ რიგში.

გული, სიყვარულის ნიშანი - Sputnik საქართველო
სიყვარული: გრძნობა, როგორც ნარკოტიკი

არტურ არონი მიხვდა, რომ ნაწილობრივ ამოხსნა სიყვარულის საიდუმლო: უსუსურობა, მგრძნობიარობა და ინტიმური აღსარება ქმნის ვითარებას, რომლის დროსაც ადვილად ჩაღდება გრძნობები, მაგრამ ერთი პირობით — კითხვარი სიყვარულის გრძნობას იწვევს მხოლოდ მათში, ვინც უკვე აირჩია ერთმანეთი — ქვეცნობიერად ან გაცნობიერებულად. ეს გასაკვირი არ არის, ორის ქვეცნობიერი ცნობს და ირჩევს ერთმანეთს. რჩება მხოლოდ გრძნობაში გადაქცევის სურვილის შანსი.

ექსპერიმენტების მსვლელობისას აშკარა გახდა, რომ კითხვარს შეუძლია „მაჭანკლობა“ არა მხოლოდ შეყვარებულებს, არამედ მეგობრებს შორისაც. სტატიის The New York Times-ში გამოქვეყნების შემდეგ ამაზე უამრავი შემთხვევა მეტყველებს.

ორი გზა განშორების შემდეგ: მდგომარეობიდან გამოსვლა თუ თვითგვემა>>

ფსიქოანალიტიკოსი, წყვილთა ურთიერთობების სპეციალისტი სოფი ქადალენი (Sophie Cadalen) ამ კითხვარის შესახებ ამბობს: „გაოგნებული ვიყავი, რადგან სწრაფად ბევრ კითხვას ვერ ვპასუხობდი. მოკლე პასუხების გაცემაც რთული აღმოჩნდა. ამ სავარჯიშოს ძალა, სავარაუდოდ, იმაშია, რომ მას წონასწორობიდან გამოვყავართ, გვაიძულებს მერყეობას, გვაიძულებს ეჭვი შეგვეპაროს, ავირჩიოთ… ჩვენს პიროვნებას ხომ კითხვები განსაზღვრავს და არა პასუხები. კითხვარი გვაძლევს საშუალებას, დავიჭიროთ ის მომენტი, როდესაც ნამდვილ მე-სთან განსაკუთრებით ახლოს ვართ“.

ფსიქოანალიტიკოსის აზრით, ახლო ურთიერთობები აღმოცენდება არა ინტიმური აღსარებების გაცვლის საფუძველზე, არამედ იმის წყალობით, რომ ორი ადამიანი საკუთარ სისუსტეს აშიშვლებს.

დიდი ხნის პარტნიორებმა იციან ერთმანეთის არა მხოლოდ ჩვევები, არამედ მოთხოვნებიც - Sputnik საქართველო
თაფლობის თვის დასასრული, ანუ ცხოვრება „ჰეფი ენდის“ შემდეგ

„აი, რატომაა ეს კითხვარი ეფექტური უკვე „ჩამოყალიბებული“ წყვილისთვისაც. დროთა განმავლობაში მივდივართ დასკვნამდე, რომ ერთმანეთს მშვენივრად ვიცნობთ, და ეს სიყვარულის გრძნობას კლავს. კითხვები იმით არის საინტერესო, რომ გვაიძულებს, კვლავ შევამჩნიოთ ერთმანეთის უცნაური და უცნობი მხარეები, როდესაც ჩვენთვის მისი პასუხები, პაუზა, ემოცია მოულოდნელი აღმოჩნდება. ეს გვაყენებს ვითარებაში, როდესაც საკუთარი თავის რწმენა უკან იხევს და სწორედ ეს „დაშორება“ გვხდის სასურველად და ჩვენშივე აღვიძებს სურვილს“, — აღნიშნავს ის.

ფსიქოანალიტიკოსი ამბობს, რომ ეს კითხვარი აღვიძებს მხოლოდ მიძინებულ ან ქვეცნობიერ გრძნობას, მაგრამ არ ქმნის მას. საბედნიეროდ, სიყვარულის შექმნა ლაბორატორიებში ჯერ არ დაუწყიათ!

„ეს ის არაა, რაც შენ გგონია": რა განსხვავებაა კაცის ღალატსა და ქალის ღალატს შორის...>>

გამოყავით დაახლოებით ერთი საათი. უპასუხეთ კითხვებს მშვიდ გარემოში, რიგრიგობით. ისაუბრეთ ღიად, ნურაფერს ჩაიწერთ, პარტნიორის პასუხზე კომენტარს ნუ გააკეთებთ. იყავით რაც შეიძლება გულწრფელი. კითხვარის პირველიდან მესამე ნაწილამდე ინტიმურობის ხარისხი იზრდება. შეიძლება პაუზების გაკეთება ნაწილებს შორის.

ქალის სახე - Sputnik საქართველო
ქალის ოთხი მდგომარეობა – რომელი ჭარბობს თქვენში?

სერია N1

1. რომ შეგეძლოთ ვინმეს ვახშამზე მიწვევა (ახლობელი, გარდაცვლილი ნათესავი, ცნობილი ადამიანი), ვის აირჩევდით?

2. გინდათ ცნობილი იყოთ? რა სფეროში?

3. სანამ დარეკავთ, ხდება ხოლმე, რომ საკუთარ რეპლიკის რეპეტიციას გადიხართ? რატომ?

4. როგორი იქნებოდა თქვენთვის იდეალური დღე?

5. როდის იმღერეთ ბოლოს, როდესაც მარტო იყავით? სხვა ვინმესთვის?

6. რომ შეგეძლოთ 90 წლამდე სიცოცხლე და ბოლო 60 წელი შეინარჩუნოთ 30 წლის ან გონება, ან სხეული, რომელს აირჩევდით?

7. გაქვთ ფარული წინათგრძნობა იმისა, თუ როგორ მოკვდებით?

8. დაასახელეთ სამი თვისება, რომელიც, თქვენი აზრით, თქვენც გაქვთ და თქვენს პარტნიორსაც.

9. ყველაზე დიდ მადლიერებას რისთვის განიცდით?

10. რომ შეგეძლოთ, რას შეცვლიდით თქვენი აღზრდის საქმეში?

11. 4 წუთში მოუყევით თქვენს პარტნიორს თქვენი ცხოვრების ისტორია შეძლებისდაგვარად დაწვრილებით.

12. რომ შეგეძლოთ ხვალ დილით რაიმე უნარით, ნიჭით გაღვიძება, რა იქნებოდა ეს?

ქალი - Sputnik საქართველო
საკუთარ თავზე ეკონომიის რეჟიმში - დაავადება, როდესაც ქალში ქალი ნადგურდება

სერია N2

13. მაგიურ კრისტალს რომ თქვენთვის სიმართლის გამხელა შეეძლოს, რის გაგებას მოისურვებდით?

14. არის ისეთი რამ, რის გაკეთებასაც დიდი ხანია ოცნებობთ? რატომ არ გააკეთეთ ეს აქამდე?

15. რა არის ყველაზე დიდი მიღწევა თქვენს ცხოვრებაში?

16. რა არის მეგობრობაში თქვენთვის ყველაზე ფასეული?

17. რა არის თქვენი ყველაზე ძვირფასი მოგონება?

18. რა არის თქვენი ყველაზე საშინელი მოგონება?

19. რომ იცოდეთ, რომ ერთ წელიწადში მოკვდებით, რას შეცვლიდით თქვენს ცხოვრებაში? რატომ?

20. რას ნიშნავს თქვენთვის მეგობრობა?

21. რა როლს ასრულებს სიყვარული და სინაზე თქვენ ცხოვრებაში?

22. რიგრიგობით დაუსახელეთ პარტნიორს მისი დადებითი თვისებები (გაცვალეთ ერთმანეთში ხუთი დახასიათება).

23. თქვენ ოჯახში ურთიერთობები თბილი და ახლობლურია?

24. რას გრძნობთ თქვენს დედასთან ურთიერთობებთან დაკავშირებით?

ქალი და მამაკაცი - Sputnik საქართველო
ვინც ეძებს, ვინც იპოვა და, ზოგადად, ყველა, ანუ ყველაფერი მარტივია

სერია N3

25. შეადგინეთ სამი წინადადება მტკიცებით ფორმაში, რომელიც ორივესთვის სწორია. მაგალითად, „ამჟამად ორივე ვგრძნობთ…“

26. განაგრძეთ ფრაზა: „მინდა იყოს ვინმე, რომელსაც შეიძლება გავუზიარო…“

27. თქვენს პარტნიორთან ახლო მეგობრობას რომ აპირებდეთ, რას მოუყვებოდით, თქვენი აზრით, რა უნდა იცოდეს მან თქვენზე?

28. მოუყევით პარტნიორს, რა მოგწონთ მასში; ილაპარაკეთ პირდაპირ, თქვით ისეთი რამ, რასაც შემთხვევით ნაცნობს ვერ ეტყოდით.

29. გაუზიარეთ თქვენს პარტნიორს თქვენი ცხოვრებიდან არასასიამოვნო სიტუაცია ან მომენტი, როდესაც თავი უხერხულად იგრძენით.

30. ბოლოს როდის იტირეთ ვინმეს თანდასწრებით? მარტომ?

31. მოუყევით თქვენს პარტნიორს, რას აფასებთ მასში უკვე ამჟამად.

32. თქვენი აზრით, რომელი თემაა ძალზე სერიოზული იმისთვის, რომ მასზე იხუმროთ?

33. თუ თქვენ დღეს, დღის ბოლომდე უნდა მოკვდეთ ისე, რომ არავის დაელაპარაკოთ, რის უთქმელობას ინანებდით ყველაზე მეტად? რატომ არ გითქვამთ აქამდე?

34. თქვენი სახლი მთელი ქონებიანად დაიწვა. თქვენი ახლობლების, შინაური ცხოველების გადარჩენის შემდეგ გაქვთ დრო, რომ შეირბინოთ სახლში და კიდევ რამე იხსნათ ცეცხლისგან. რას აიღებდით? რატომ?

35. თქვენი ოჯახის რომელი წევრის სიკვდილი გაგანაწყენებდათ ყველზე მეტად? რატომ?

36. გაუზიარეთ პირადი პრობლემა და ჰკითხეთ პარტნიორს, ის როგორ გაუმკლავდებოდა ამას. შემდეგ ჰკითხეთ, რას ფიქრობს ის თქვენს გრძნობებზე ამ პრობლემასთან დაკავშირებით.

ყველა ახალი ამბავი
0