არჩევნები პენიტენციურ დაწესებულებებში: განისაზღვრა ახალი წესები

© photo: Sputnikსაარჩევნო ურნა
საარჩევნო ურნა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომისიის წევრები და ჟურნალისტები პენიტენციურ დაწესებულებაში დაიშვებიან მხოლოდ სავალდებულო კარანტინის გავლისა და PCR ტესტის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ

თბილისი, 10 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა კომისიამ, 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, სპეციალური დადგენილება გამოაქვეყნა, რომელიც პანდემიის პირობებში პენიტენციურ დაწესებულებებში საარჩევნო უბნების შექმნის, საუბნო საარჩევნო კომისიების, სპეცჯგუფების დაკომპლექტების, ზოგი საარჩევნო ღონისძიების, ვადის დადგენასა და სანიტარულ-ჰიგიენურ წესებს განსაზღვრავს.

ეუთოს დროშა - Sputnik საქართველო
31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ეუთო შეზღუდული მისიით დააკვირდება

დადგენილების თანახმად, არჩევნების დღეს, პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ საარჩევნო უბნებზე გარკვეულ ჯგუფებს მოუწევთ, დააკმაყოფილონ კარანტინთან ან PCR-ტესტირებასთან დაკავშირებული წესები.

„საუბნო საარჩევნო კომისიის, სპეცჯგუფის წევრები, დამკვირვებლები, საარჩევნო სუბიექტების, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლები ვალდებული არიან, 2020 წლის 18 ოქტომბრის დილის 10 საათიდან საარჩევნო უბნის გახსნამდე გაიარონ სავალდებულო კარანტინი შესაბამის საკარანტინე სივრცეში „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების შესაბამისად. აღნიშნული პირები საკარანტინე სივრციდან ტრანსპორტით პირდაპირ უნდა გამოცხადნენ პენიტენციურ დაწესებულებაში არჩევნების დღის დილის 7 საათზე“, — ნათქვამია დადგენილებაში.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები, ასევე, საარჩევნო სუბიექტები და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლები, საერთაშორისოდა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმოამდგენლები ვალდებულნი არიან, 29 ოქტომბერს ჩაიტარონ ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციაზე  PCR ტესტი.

აღნიშნული პირები, პენიტენციურ დაწესებულებაში დაიშვებიან მხოლოდ სავალდებულო კარანტინის გავლისა და PCR ტესტის ჩატარების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში.

წინასაარჩევნო ბანერი - Sputnik საქართველო
Survation–ის გამოკითხვა: ბათუმში შეიძლება მეორე ტური ჩატარდეს

საუბნო საარჩევნო კომისიის და სპეცჯგუფის წევრების სავალდებულო კარანტინის გავლისა და PCR ტესტის ჩატარების ხარჯებს  სახელმწიფო აანაზღაურებს.

დადგენილების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნული პირები კენჭისყრის დღეს დატოვებენ კენჭისყრის შენობას (პენიტენციურ დაწესებულებას), ისინი განმეორებით აღნიშნულ კენჭისყრის შენობაში აღარ დაიშვებიან. ისინი აგრეთვე არ დაიშვებიან ნებისმიერ სხვა კენჭისყრის შენობაში.

ამ დადგენილებაში მითითებული პირები ვალდებული არიან, პენიტენციურ დაწესებულებამდე ტრანსპორტირებისას და პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნისას მკაცრად დაიცვან ახალი კორონავირუსის პირობებში არსებული შესაბამისი ჰიგიენური ნორმები, რეკომენდაციები და აღჭურვილი იყვნენ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. მათში მონაწილეობას 50 პარტია და ორი ბლოკი მიიღებს. ამომრჩევლებს მოუწევთ 150 დეპუტატის არჩევა - 120-ის პროპორციული სისტემით და 30-ის - მაჟორიტარულით.

ყველა ახალი ამბავი
0