თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. ბათუმის შეიძლება მეორე ტური გაიმართოს, დანარჩენ ხუთ ოლქში კი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ლიდერობენ, ასეთია ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის დაკვეთით კომპანია Survation–ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.
კომპანია Survation-ის მიერ ამ დრომდე ჩატარებული ყველა გამოკითხვა აჩვენებდა მმართველი პარტიის მხარდაჭერის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ პროცენტს სხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ გამოკითხვებთან შედარებით. „ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ ეს შედეგები ყველაზე ახლოსაა შიდა გამოკითხვების შედეგებთან.
ამჯერად კომპანიამ დაახლოებით 1,8 ათასი ადამიანი გამოკითხა ექვს მაჟორიტარულ ოლქში: ბათუმის, ხაშური-ქარელის, ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაურის, სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონის, წალენჯიხა-ჩხოროწყუ-მარტვილი-აბაშის და ამბროლაური-ონი-ცაგერი-ლენტეხი-მესტიის ოლქებში.
გამოკითხვის შედეგები შეესაბამება ამ კომპანიის წინა რეიტინგებს პარტიების მიხედვით - მმართველი კანდიდატების აბსოლუტური გამარჯვება.
ოლქი | პირველი ადგილი | მეორე ადგილი | მესამე ადგილი |
ბათუმი |
"ქართული ოცნება" რესან კონცელიძე 47% |
"ძალა ერთობაშია" ლევან ვარშალომიძე 39%
|
"ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი" მარიამ ჯაში 4% |
ხაშური–ქარელი |
"ქართული ოცნება" ზაზა დუგლაძე 56% |
"ძალა ერთობაშია" ნატო ჩხეიძე 39% |
"ლელო საქართველოსთვის" კახა კოჟორიძე 15% |
ოზურგეთი–ლანჩხუთი–ჩოხატაური |
"ქართული ოცნება" ვასილ ჩიგოგიძე 66% |
"ძალაა ერთობაშია" მანუჩარ კვირკველია 23% |
"ევროპული საქართველო" ხათუნა გოგორიშვილი 8% |
სამტრედია–წყალტუბო–ვანი–ხონი |
"ქართული ოცნება" გივი ჭიჭინაძე 56% |
"ძალა ერთობაშია" ნანუკა ჟორჟოლიანი 31% |
"ევროპული საქართველო" აკაკი ბობოხიძე 11% |
წალენჯიხა–ჩხოროწყუ–მარტვილი–აბაშა |
"ქართული ოცნება" ალექსანდრე მოწერელია 69% |
"ძალა ერთობაშია" როლანდ ფიფია 19% |
"ლელო საქართველოსთვის" თამარ ბელქანია 9% |
ამბროლაური–ონი–ცაგერი–ლენტეხი–მესტია |
"ქართული ოცნება" გოჩა ენუქიძე 75% |
"ძალა ერთობაშია" დილარ ხაბულიანი 10% |
"საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" ირაკლი საღლიანი 7%
|
ამავდროულად კომპანიამ წარმოადგინა პარტიების რეიტინგები იმავე ოლქებში, რომლებიც მეტწილად განსხვავდება კანდიდატების შედეგებისგან. რას უკავშირდება ეს, მკვლევარებს არ უთქვამთ, თუმცა თბილისში მმართველი პარტიის რეიტინგი უფრო დაბალია, ვიდრე მისი კანდიდატებისა, რეგიონებში კი ოპოზიციური პარტიების რეიტინგი ჩამორჩება მათი მაჟორიტარების რეიტინგს.
გამოკითხვა 16–29 სექტემბერს ჩატარდა. მისი ცდომილება უცნობია.