შრომის ინსპექციამ ქუთაისში ხუთი სავაჭრო ცენტრი დააჯარიმა

გამოწერა
იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება ჯანდაცვის უწყების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინება, იურიდიული პირი 10 ათასი ლარით, ფიზიკური პირი კი 2 ათასი ლარით ჯარიმდება.

თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. შრომის ინსპექტირების ჯგუფმა ქუთაისში ხუთი სავაჭრო ცენტრი ახალი რეგულაციების შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა, იუწყება „პირველი არხი“ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

შემოწმების შედეგად უსაფრთხოების სტანდარტის დაუცველობის გამო ასევე გაფრთხილება მიეცა აგრარულ ბაზრებსა და ბაზრობებს.

კაფე–საკონდიტრო Dona ბათუმში - Sputnik საქართველო
შრომის ინსპექცია აჭარაში ობიექტების შემოწმებას განაგრძობს

უწყების ცნობით, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე ქუთაისში საზედამხედველო უწყების წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან ერთად იმერეთის რეგიონში არსებული ვითარება და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების აღსრულება განიხილა.

„შევამოწმეთ სავაჭრო მოლები, სადაც დარღვევები დაფიქსირდა. ადგილზე არ ხორციელდება სადეზინფექციო სამუშაოები, არ ხდება ტემპერატურის სკრინინგი. სწორედ ამიტომ ხუთი სავაჭრო ობიექტი დავაჯარიმეთ. მონიტორინგი გრძელდება ბაზრების ტერიტორიაზეც. ჩვენ ვაძლევთ გაფრთხილებებს და მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოვუწოდებთ“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

კაფე ბათუმში - Sputnik საქართველო
შრომის ინსპექციამ ბათუმში სხვადასხვა ობიექტი შეამოწმა და დააჯარიმა

შრომის ინსპექცია მოქალაქეებსა და ბიზნეს-სექტორს არსებული რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დღემდე რიგი შეზღუდვები და რეგულაციები მოქმედებს.

რეგულაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის გამოწერამდე შრომის ინსპექციის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, შემოსავლების სამსახურის, თბილისის მერიის ზედამხედველობისა და მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები რეკომენდაციებს გასცემენ.

ბათუმში ოთხი ღამის კლუბი დახურეს>>

იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება ჯანდაცვის უწყების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინება, იურიდიული პირი 10 ათასი ლარით, ფიზიკური პირი კი 2 ათასი ლარით ჯარიმდება.

ყველა ახალი ამბავი
0