08:02 22 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8050
  • 100 RUB4.2349
  • USD3.2295
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1759)
146 0 0

ისინი არა მარტო დახურეს, არამედ თითოეული 10 ათასი ლარით დააჯარიმეს – კორონავირუსის პანდემიის პირობებში მუშაობის დადგენილი ნორმების დარღვევისთვის.

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. ბათუმში ოთხ ღამის კლუბს შეუჩერდა საქმიანობის უფლება და გამოვლენილი დარღვევების გამო თითოეული ობიექტი დაჯარიმდა 10 000 ლარის ოდენობით, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის Facebook-გვერდზე.

როგორი ვითარებაა ბათუმსა და ჩაქვში? მინისტრის განმარტება >>

2-3 სექტემბერს ინსპექტორებმა ბათუმის ღამის კლუბები შეამოწმეს. შემოწმების შედეგად მოთხოვნებს აკმაყოფილებდა ერთი ობიექტი – „რივიერა ბიჩ“ (კლუბი „ივერია ბიჩი“).

დანარჩენი ოთხი დადგენილ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა. ესენი არიან „სამაია“ (კლუბი „კონტე“), ვიპ „კანუპოსი“ (UP2U), კომპანია 2020-ის ლაუნჯ რესტორანი („სოჰო“), კომპანია „სექტორი 26“.

შრომის ინსპექციაში აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ ობიექტებმა არაერთხელ მიიღეს სიტყვიერი გაფრთხილება და მათ მიეწოდათ რეკომენდაციების დაცვის დეტალური პროტოკოლი, შემოწმების შედეგად კვლავ დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები.

აქედან გამომდინარე, შრომის ინსპექციამ მათი საქმიანობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

შრომის ინსპექცია კვლავ მოუწოდებს ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ პირებს, რომ მაქსიმალური სიზუსტით დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული რეკომენდაციები.

მანამდე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს ყველა იმ დაწესებულების მონიტორინგი, სადაც ადამიანები იკრიბებიან, და სამინისტრო მათ მფლობელებს უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, აჭარაში კორონავირუსის აფეთქების პირობებში მნიშვნელოვანია სასტუმროებისა და საზკვების ობიექტების შემოწმების კუთხით შრომის ინსპექციის გააქტიურება.

გუშინ საქართველოში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – 38 შემთხვევა, აქედან 26 აჭარაში.

ამ დროისთვის საქართველოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 568-ს შეადგენს. გამოჯანმრთელდა 1 279, გარდაიცვალა 19 ადამიანი.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1759)

მთავარი თემები