როგორი ვითარებაა ბათუმსა და ჩაქვში? მინისტრის განმარტება

© Sputnik / Alexander Imedashviliროგორი ვითარებაა ბათუმსა და ჩაქვში? მინისტრის განმარტება
როგორი ვითარებაა ბათუმსა და ჩაქვში? მინისტრის განმარტება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩაქვში მდებარე სასტუმრო Dreamland Oasis, რომელშიც 900 ადამიანი იმყოფება, გუშინდელი დღიდან დაკეტილია.

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. ბათუმში საკონდიტრო მაღაზია „დონასთან" კონტაქტში მყოფ 600-ზე მეტი ადამიანიდან, რომელთაც გუშინ ტესტი ჩაუტარდათ, კორონავირუსი მხოლოდ ერთს დაუდასტურდა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტიკარაძის აზრით, ტესტების პასუხების საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ „დონას" კლასტერი ლიკვიდირებულია. იგი ასევე შეეხო ბათუმში რამდენიმე დაწესებულების ინსპექტირების საკითხს, რომლის შედეგადაც გამოვლინდა დარღვევები.

ანუკი არეშიძე - Sputnik საქართველო
დატოვა თუ არა სასტუმრო „ოაზისი“ ანუკი არეშიძის დედამ: მერის მეუღლის კომენტარი

„არის ვარაუდი, რომ „დონას" კლასტერი ლიკვიდირებულია. შრომის უსაფრთხოების მხრივ ბათუმში შემოწმებული იქნა შვიდი ობიექტი, მათგან ორი არ ფუნქციონირებდა, ოთხი კი ნორმებს არ შეესაბამებოდა. მათ, რა თქმა უნდა, ჰქონდათ არაერთი სიტყვიერი გაფრთხილება, რომ აუცილებლად უნდა დაცულიყო ყველა ის მოთხოვნა, რომელზეც ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან იყო მითითებული. ასევე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გარკვეული საჯარიმო სანქციების შესახებ", – განაცხადა ტიკარაძემ.

რაც შეეხება ჩაქვში მდებარე სასტუმრო Dreamland Oasis-ს, სადაც ექიმების ყოველწლიური კონფერენციის ერთ-ერთ მონაწილეს გუშინ ინფექცია დაუდასტურდა, მინისტრის თქმით, აქ 800-ზე მეტი ტესტი გაკეთდა, რომელზეც პასუხები დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.

„მიღებული პასუხების შემდეგ განვსაზღვრავთ, თუ როგორი იქნება ამ სასტუმროსთან მიმართებით ჩვენი სტრატეგია", – განაცხადა ტიკარაძემ.

სასტუმრო Dreamland Oasis, რომელშიც 900 ადამიანი იმყოფება, გუშინდელი დღიდან დაკეტილია.

გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1568-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1279, გარდაიცვალა – 19, კარანტინში იმყოფება 6250 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 289 პაციენტია.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0