საგარეჯოში მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული ქალი დაკავებულია

© photo: Sputnik / Stringerდაკავებული ქალი ხელბორკილებში
დაკავებული ქალი ხელბორკილებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამაკაცის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 38 წლის ქალი. როგორც შსს-ში აღნიშნავენ, მკვლელობის მოტივი შურისძიება იყო.

თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

დაკავებულია 38 წლის ქალი, რომელსაც 36 წლის მამაკაცის განზრახ მკვლელობა ედება ბრალად.

საგარეჯოში ქალმა სანადირო თოფით ახალგაზრდა მამაკაცი მოკლა>>

როგორც გამოძიებამ დაადგინა, ბრალდებულმა 7 ოქტომბერს საგარეჯოს რაიონის ერთ-ერთ ფერმაში სანადირო თოფიდან გასროლით თანასოფლელი მოკლა.

მკვლელობის მოტივი შურისძიება იყო, აღნიშნავენ უწყებაში.

ნივთმტკიცების სახით ამოღებულია მკვლელობის იარაღი – სანადირო თოფი.

დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით („განზრახ მკვლელობა“) მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0