საგარეჯოში ქალმა სანადირო თოფით ახალგაზრდა მამაკაცი მოკლა

© photo: Sputnik / Stringerდანაშაულის ადგილი
დანაშაულის ადგილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის ფაქტს ურთიერთშელაპარაკება უძღოდა წინ. კონკრეტულად რა გახდა მკვლელობის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში ცეცხლსასროლი იარაღით 35 წლამდე მამაკაცი მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

შემთხვევა სოფელთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ ფერმაში მოხდა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი 40 წლამდე ქალია.

გავრცელებული იფორმაციით, ქალმა მამაკაცს სანადირო თოფით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. მკვლელობას ურთიერთშელაპარაკება უძღოდა წინ.

კონკრეტულად რა გახდა მკვლელობის მოტივი, ჯერჯერობით უცნობია.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ. 

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0