თბილისში ჰაკათონის NASA International Space Apps Challenge გამარჯვებულები დაასახელეს

© photo: Sputnik / Sergei Mamontov / გადასვლა მედიაბანკში"ნასა"
ნასა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპეციალურმა ჟიურიმ ორი გამარჯვებული გუნდი გამოავლინა. ამასთან, თავისი ფავორიტი დაასახელა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა.

თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. ჰაკათონმა NASA International Space Apps Challenge თბილისში გამარჯვებულები გამოაცხადა.

NASA Space Apps Challenge თბილისში 2–4 ოქტომბერს, მთელ მსოფლიოში 200 ლოკაციის პარალელურად ჩატარდა. საქართველოში 17 გუნდად გაერთიანებული 70 მონაწილე 48 საათის განმავლობაში მუშაობდა გლობალურ გამოწვევებზე თავისი საქმის პროფესიონალების ლექციების მოსმენისას.

ონლაინ–ჰაკათონმა COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოში გამარჯვებული გამოავლინა>>

სპეციალურმა ჟიურიმ ორი გამარჯვებული გუნდი გამოავლინა. თავისი ფავორიტი დაასახელა ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტმა.

პირველი ადგილი დაიკავა გუნდმა FIre Detector – სწორედ მან მიიღო ჟიურის ყველაზე მაღალი შეფასება. ჯგუფის წევრები ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები არიან: გიორგი ტყებუჩავა, მარიამ შერეშაშვილი და კარლო თევზაძე.

ელექტრონიღაბი - Sputnik საქართველო
ფილტრაცია, სტერილიზაცია და სხვა ფუნქციები: ქართველის ელექტრონიღაბმა სერტიფიკაცია გაიარა

სტუდენტებმა ერთგვარი ალგორითმი შექმნეს, რომელიც სხვადასხვა მონაცემის (ამინდის პროგნოზი, წელიწადის დრო, კვირის დღე, ტემპერტაურა და ა.შ) გათვალისწინებით ავლენს ადგილს, სადაც მაღალია ხანძრის გაჩენის რისკი, ამით ის ცეცხლის შესახებ გაფრთხილებას იძლევა და საგანგებო მდგომარეობის დროს შესაბამის მობილიზაციას უზრუნველყოფს

სპონსორებმა გამარჯვებულებს სასაჩუქრე სერტიფიკატი გადასცეს, ხოლო უნივერსიტეტმა თითოეულ 500 ლარის ოდენობის სტიპენდია დაუნიშნა.

გუნდმა The2Degrees მეორე ადგილი დაიკავა. გუნდში კომაროვის სახელობის სკოლის მე–11 კლასის მოსწავლეები შევიდნენ – დავით დომუზაშვილი, ალესანდრე ლაშქარავა, ნიკოლოზ სვანიძე და ნიკოლოზ გაფრინდაშვილი.

შეცვალე სამყარო: საქართველოში ინოვაციური იდეების კონკურსი გამოცხადდა>>

მათი პროექტის მიზანია დაეხმარონ რეგიონულ ხელისუფლებას რეგიონის დონეზე კლიმატის ცვლილების შედეგების შემსუბუქებაში. გუნდის წევრებმა ასევე მიიღეს სასაჩუქრე სერტიფიკატი და სტიპენდია, რომელიც მათ ილიას უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემდეგ დაენიშნებათ.

უნივერსიტეტის ფავორიტი გახდა გუნდი Carbonodetectors. მისი წევრები ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები ივანე კალატოზიშვილი და თუქაზბან ისკანდეროვა არიან. პროექტის ფარგლებში მათ ნახშიროჟანგის გამოყოფის ინდივიდუალური კალკულატორი შექმნეს.

ყველა ახალი ამბავი
0