ონლაინ–ჰაკათონმა COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოში გამარჯვებული გამოავლინა

© photo: Sputnik / Stringerკომპიუტერით მუშაობა
კომპიუტერით მუშაობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჰაკათონში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებს – პროგრამისტებიდან, დიზაინერებიდან და სტარტაპერებიდან დაწყებული, ინჟინრებით, ქიმიკოსებითა და ჰუმანიტარებით დამთავრებული.

თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. კორონავირუსის ინფექციის წინააღმდეგ ახალი ტექნოლოგიების შემუშავებისა და მოძიებისთვის გამართული ონლაინ–ჰაკათონი კომპანია Edison Tech-მა მოიგო. კონკურსის ფულადი ფონდი 20 ათასი ლარია.

ჰაკათონში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებს – პროგრამისტებიდან, დიზაინერებიდან და სტარტაპერებიდან დაწყებული, ინჟინრებით, ქიმიკოსებითა და ჰუმანიტარებით დამთავრებული.

თბილისი - Sputnik საქართველო
თბილისში Covid-19-ის წინააღმდეგ ონლაინ–ჰაკათონი გაიმართება

ჰაკათონი 3–5 აპრილს გაიმართა. ამ პერიოდში ონლაინ–ჰაკათონის მონაწილეები თავიანთი მენტორების დახმარებით ქმნიდნენ ციფრული პროდუქტის პროტოტიპებს და ფიქრობდნენ, თუ როგორ დაეხმარებიან მსოფლიოს კორონავირუსით გამოწვეული სირთულეების დაძლევაში მედიცინის, განათლების სფეროებში, დაავადების გავრცელების მონიტორინგში და ა.შ.

ჰაკათონში მონაწილეობდა 28 გუნდი და ხუთი ინდივიდუალურად დარეგისტრირებული ადამიანი.

პირობების თანახმად, პროექტის გამარჯვებულმა, კომპანია Edison Tech-მა უნდა შექმნას პორტატიული სასუნთქი აპარატი. მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება როგორც კრიტიკულ სიტუაციებში, ისე სახლის პირობებში. აპარატი ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის არის გათვლილი.

„Edison Tech-ის დახმარებით საქართველო ეფექტურად გაუმკლავდება მსოფლიო გამოწვევას და საჭიროების შემთხვევაში სასუნთქი აპარატების კრიზისი არ შეიქმნება ქვეყანაში“, – ნათქვამია ჰაკათონის ორგანიზატორის – საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) განცხადებაში.

მთავარი გამარჯვებულის გარდა, ონლაინ–ჰაკათონი მხარს დაუჭერს კიდევ ორ პროექტს: MIZ-MASK – ელექტრონული ნიღაბი, რომელიც ვირუსული ინფექციებისგან იცავს. ასევე პროექტს Kvalifika. ის კომპანიებს დაეხმარება, რომ ისინი შეესაბამებოდნენ ბაზრის მოთხოვნებს კრიზისულ პირობებში, აღკვეთონ თაღლითობის შემთხვევები და მთლიანად გადაერთონ ონლაინ–ოპერაციებზე.

ჰაკათონის ორგანიზატორები არიან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) და კომპანია Redberry.

ყველა ახალი ამბავი
0