თბილისში Covid-19-ის წინააღმდეგ ონლაინ–ჰაკათონი გაიმართება

გამოწერა
საპრიზო ფონდი 20 ათასი ლარია. ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) და კომპანია Redberry.

თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. კორონავირუსის ინფექციის წინააღმდეგ ახალი ტექნოლოგიების შემუშავებისა და მოძიების მიზნით თბილისში 3–5 აპრილს ონლაინ–ჰაკათონი გაიმართება, ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

სოციალური დისტანცირება - Sputnik საქართველო
COVID-19: მეცნიერები მილიონობით მსხვერპლის თავიდან აცილების მიზეზს ასახელებენ

ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლიათ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს – პროგრამისტებს, დიზაინერებს, სტარტაპერებს ან უბრალოდ ტექნოლოგიებით დაინტერესებულ პირებს.

ორი დღის განმავლობაში ონლაინ–ჰაკათონის მონაწილეები, მენტორების დახმარებით, შექმნიან ციფრული პროდუქტის პროტოტიპებს და დაეხმარებიან მსოფლიოს კორონავირუსით გამოწვეული სირთულეების დაძლევაში მედიცინის, განათლების სფეროებში, დაავადების გავრცელების მონიტორინგში და ა.შ.

საპრიზო ფონდი 20 ათასი ლარია. ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) და კომპანია Redberry.

2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში უცნობი პნევმონიის აფეთქების შესახებ შეატყობინა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი ახალი ტიპის კორონავირუსი იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა და დაავადებას ოფიციალური სახელწოდება დაუდგინა – COVID-19. ჯანმომ 11 მარტს მსოფლიოში ახალი კორონავირუსის პანდემია გამოაცხადა.

2 აპრილის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 827 419 ადამიანს მიაღწია, დაიღუპა 40 777. ვირუსი 205 ქვეყანაში გავრცელდა.

ყველა ახალი ამბავი
0