რატომ არ გაიმართა ჟენევის დისკუსიის 51-ე რაუნდი: მხარეთა განმარტებები

© Sputnik / Alexander Imedashviliსაგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
ჟენევაში საერთაშორისო დისკუსია საქართველოსა და რუსეთს შორის პოლიტიკური დიალოგის ერთადერთი მოქმედი ფორმატია.

თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 6–7 ოქტომბერს დაგეგმილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის გადადების გამო პასუხისმგებლობა რუსულ მხარეს დააკისრა და რუსეთის ფედერაციას მოუწოდა „მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებისკენ“. 

ჟენევა - Sputnik საქართველო
ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები მხარეებს ნდობის გამტკიცებისკენ მოუწოდებენ

„მსგავსი ნაბიჯები ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესს და ზიანს აყენებს საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების გადაჭრის კუთხით... საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე მოუწოდა მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე საერთაშორისო ორგანიზაციებს – ევროკავშირს, გაეროსა და ეუთოს, ქმედითი ზომები მიიღონ ჟენევის ფორმატში მოლაპარაკებების განახლებისა და „რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ხელშესახები პროგრესის მიღწევის მიზნით“.

მოსკოვმა თბილისს უპასუხა და მოლაპარაკებების გაუქმების მიზეზად კორონავირუსის პანდემია დაასახელა.

„გადაწყვეტილება 6-7 ოქტომბერს ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ჩატარებაზე თავშეკავების შესახებ მიღებულია, მაგრამ არა მხოლოდ რუსეთის, არამედ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსური დელეგაციების მიერ იმ სერიოზული შეზღუდვების და ლოგისტიკური პრობლემების გათვალისწინებით, რაც გამოწვეულია პანდემიისგან.  ალტერნატივის სახით ჩვენ ვთავაზობდით იმავე ვადებში რაუნდის ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩატარებას, თუმცა თანათავმჯდომარეებისთვის ეს მიუღებელი აღმოჩნდა“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

მისი თქმით, რუსულ მხარეს საქართველოსთან დიალოგზე უარი არასდროს უთქვამს, მათ შორის, ჟენევის დისკუსიის ფორმატში. მიუხედავად კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვებისა, რუსეთი ძალისხმევას არ დაიშურებს იმისთვის, რომ მოლაპარაკებების პროცესი გაგრძელდეს. 

მოსკოვი - Sputnik საქართველო
როდის გაიმართება ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი

კერძოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე ორგანიზაციებთან (ევროკავშირი, გაერო, ეუთო) ხუთი ვიდეოკონფერენცია ჩაატარა, ბოლო – 28 სექტემბერს. ასევე ზახაროვამ აღნიშნა, რომ რუსეთმა ძალისხმევა არ დაიშურა ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რეგულარული შეხვედრების აღსადგენად და ასევე ხელს შეუწყობს გალში ამავე მექანიზმის შეხვედრების განახლებას.

„როგორც არ უნდა იყოს, რუსული მხარე ინარჩუნებს ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში დიალოგის გაგრძელების სურვილს. 6 ნოემბერს მოსკოვში თანათავმჯდომარეების ვიზიტს ველოდებით“, – აღნიშნა ზახაროვამ.

ჟენევაში საერთაშორისო დისკუსია საქართველოსა და რუსეთს შორის პოლიტიკური დიალოგის ერთადერთი მოქმედი ფორმატია. როგორც ცნობილია, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. ჟენევის შეხვედრებში მონაწილეობენ საქართველოს, რუსეთის, აშშ-ის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე–ფაქტო ხელისუფლებების, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლები. საქართველოსა და რუსეთს შორის შუამავლის როლს შვეიცარია ასრულებს.

ბოლო, 51-ე რაუნდი მხარეებმა ერთხელ უკვე გადადეს – შეხვედრა 31 მარტს და 1 აპრილს უნდა გამართულიყო. აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა ევროკავშირიდან და გაეროდან – კორონავირუსის პანდემიის გამო.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური