თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. ოპოზიციურმა პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ წარმოადგინა საკუთარი პროგრამა „მარშალის გეგმა“, რომელიც პარტიის სამოქმედო გეგმას ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ასახავს.
რას გვპირდება „ქართული ოცნება“ არჩევნების შემდგომ: მოკლედ და კონკრეტულად >>
ბანკირ მამუკა ხაზარაძის პარტიის პროგრამა ძირითადად ეკონომიკურია და ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრების მთლიან შეცვლას წარმოადგენს.
ვახტანგ კიკაბიძე ბლოკის „ძალა ერთობაშია“ სიის სათავეშია >>
Sputnik-საქართველო წარმოგიდგენთ მოკლე პროგრამულ თეზისებს.
ეკონომიკა
- მოსახლეობის საშუალო კლასის ჩამოყალიბება;
- 600 ათასზე მეტი ადამიანის შემოსავალი - თვეში 3 ათას ლარზე მეტი;
- 200 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა;
- ბიზნესისა და საინვესტიციო ფონდებისთვის საგარანტიო ფონდის შექმნა;
- სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების პრივატიზაცია;
- საერთაშორისო არბიტრაჟის დაარსება საქართველოში;
- საექსპორტო პროდუქციის გათავისუფლება საშემოსავლო გადასახადისგან;
- IT კომპანიების გადასახადებისგან გათავისუფლება.
რეგიონები
- რეგიონების გარდაქმნა სხვადასხვა სფეროს ცენტრებად;
- ანაკლიის პორტის მშენებლობის დასრულება, საბორნე მიმოსვლა ევროპასთან, რკინიგზის მოდერნიზაცია;
- ფერმერთა გადამზადება ჰოლანდიაში, შვეიცარიასა და ისრაელში;
- მიწის რეფორმა.
ჯანდაცვა და სოციალური დაცვა
- ხელმისაწვდომი ჯანდაცვა;
- ხელმისაწვდომი ხარისხიანი მედიკამენტები;
- სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევა;
- ჯანდაცვის სისტემის რეფორმა;
- ფარმაცევტული ბაზრის რეფორმა;
- დასაქმების შემთხვევაში ორი წლით სოციალური სტატუსის შენარჩუნება;
- სოციალური რეესტრის შექმნა;
- ხელფასი შშმ პირთათვის და შშმ ბავშვების მშობლებისთვის 1,500 ლარამდე;
- შეღავათები შშმ პირთა დასაქმებისას;
- შეღავათები პენსიონერებისთვის;
- პენსიაზე გასვლის შემდეგ სამწლიანი სამუშაო მენტორის სტატუსში;
- პენსიების ზრდა 400 ლარამდე;
- ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი საცხოვრებელი ფართი;
- უფასო ტრანსპორტი ახალგაზრდებისა და პენსიონერებისათვის.
განათლება
- ევროპული განათლების სისტემის დანერგვა;
- ოჯახის მონაწილეობა სკოლის მენეჯმენტში;
- პროფესიული სასწავლებლები ბიზნესის და სახელმწიფოს ეგიდით;
- უფასო დოქტორანტურა;
- საერთაშორისო უნივერსიტეტების ფილიალები საქართველოში;
- სტუდენტის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება;
- უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ანაზღაურებადი სტაჟირება.