აჭარის მთავრობა გოგონას, რომლის მშობლებიც მეწყერში მოყვნენ, ბინას აჩუქებს

© photo: Emergency Management Service / FBსტიქიური უბედურება ხელვაჩაურში
სტიქიური უბედურება ხელვაჩაურში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გოგონას სახლი მშობლებთან და ძმასთან ერთად მრავალტონიანმა მეწყერმა ჩაიტანა. მათი ცხედრების პოვნა მაშველებმა მხოლოდ მეორე დღეს შეძლეს.

თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. გოგონას, რომლის მშობლებიც ხელვაჩაურის რაიონში მეწყრის დროს დაიღუპნენ, აჭარის მთავრობა ბინას აჩუქებს. ამის შესახებ გოგონას ბებიამ გულნარა თედორაძემ Facebook-გვერდზე დაწერა.

12 წლის თიკა თედორაძე დეკემბრიდან „გურიის დღიურის“ ფონდის სტიპენდიასაც მიიღებს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ დაწერა. მან ასევე დასძინა, რომ თვალს მიადევნებს, რომ გოგონამ კარგი განათლება მიიღოს.

გოგონა, რომელიც აჭარაში მეწყერს გადაურჩა, ფონდ „გურიის დღიურების“ სტიპენდიას მიიღებს>>

ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ჯოჭოში ხუთი ადამიანი გარდაიცვალა. ორი ავტომობილის მგზავრი იყო, სამი – ერთი ოჯახის წევრი – თიკას მშობლები და 16 წლის ძმა. ამ დროს გოგონა ბებიასთან იმყოფებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0