07:34 20 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7763
  • 100 RUB4.1332
  • USD3.2117
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
75 0 0

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მეწყერი 2 ოქტომბრის ღამით ჩამოწვა. სტიქიის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის თიკა თედორაძის ოჯახის ყველა წევრი – მშობლები და 16 წლის ძმა.

თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. 12 წლის თიკა თედორაძე, რომელიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოჭოში მეწყერს გადაურჩა, ყოველთვიურად ფონდ „გურიის დღიურების“ სტიპენდიას მიიღებს, ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, მწერალმა და ტელეწამყვანმა გიორგი კეკელიძემ საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა. 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მეწყერი 2 ოქტომბრის ღამით ჩამოწვა. სტიქიის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის თიკა თედორაძის ოჯახის ყველა წევრი – მშობლები და 16 წლის ძმა.

იმ ღამეს მეექვსეკლასელი თიკა ბებიასთან იყო სტუმრად.

პირველად მაშველებმა გოგონას დედის ცხედარი იპოვეს, რამდენიმე საათის შემდეგ კი მამის ცხედარი. ძმის ცხედარი კი მაშველებმა მეორე დღეს აღმოაჩინეს.

„ხელვაჩაურში სტიქიას შეწირული ოჯახიდან ცოცხალი მხოლოდ 12 წლის თიკა თედორაძე დარჩა. გოგონას დეკემბრიდან „გურული დღიურების“ ფონდის სტიპენდიას დავუნიშნავთ და შემდეგაც სულ მივადევნებთ თვალყურს. თიკა საუკეთესო განათლებას მიიღებს“, – დაწერა კეკელიძემ.

გიორგი კეკელიძის მიერ დაფუძნებული ფონდი „გურული დღიურები“ ეხმარება შეჭირვებულ ბავშვებსა და ახალგაზრდებს, ასევე რთულ პირობებში აღმოჩენილ მოსწავლეებს.

მაგალითად, კეკელიძემ 2020 წელს დააწესა ყოველთვიური სტიპენდია ესპანეთში კორონავირუსის ინფექციით დაღუპული ქალის შვილისთვის. ფონდმა მეხუთეკლასელი ანანო ნაჭყებიასთვის შეიძინა სასკოლო ინვენტარი და სკოლის დამთავრებამდე გოგონას განათლებასთან დაკავშირებით დახმარებას გაუწევს.

მთავარი თემები