საქართველო–სომხეთის მატჩი პოლონეთში გაიმართება

© photo: Sputnik / Grigory Sysoevუეფას ერთა ლიგის კენჭისყრა
უეფას ერთა ლიგის კენჭისყრა - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღნიშნული  გადაწყვეტილება უეფამ მიიღო რეგიონში არსებული სიტუაციის გამო, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე კონფლიქტს ეხება

თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. საფეხბურთო მატჩი საქართველოსა და სომხეთს შორის უეფას ერთა ლიგის ფარგლებში, რომელიც 11 ოქტომბერს ერევანში უნდა გამართულიყო, პოლონეთის ქალაქ ტიხში ნეიტრალურ მოედანზე გაიმართება, ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) განცხადებაში.

ვლადიმირ ვაისი - Sputnik საქართველო
ვაისს სომხეთთან მატჩისთვის ჯერ „არ სცხელა“

აღნიშნული გადაწყვეტილება უეფამ მიიღო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული კონფლიქტის გამო. საშინაო მატჩების ნეიტრალურ მოედანზე ჩატარების გადაწყვეტილება ეხება როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის ნაკრებებს.

აღსანიშნავია, რომ მატჩი საქართველოს და სომხეთს შორის ცარიელი ტრიბუნებით გაიმართება.

მატჩი საქართველოსა და სომხეთის ნაკრებებს შორის უეფას ერთა ლიგის ამჟამინდელი სეზონის მესამე ტურის ფარგლებში უნდა გაიმართოს. ორივე გუნდი С ლიგის მეორე ჯგუფში გამოდის. ორი ჩატარებული მატჩის შემდეგ საქართველოს ჯგუფში ოთხი ქულით მეორე ადგილი უკავია, ხოლო სომხეთს სამი ქულით – მესამე.

ყველა ახალი ამბავი
0