გახარია: დავიცვათ დისტანცია, პირბადეც გავიკეთოთ ერთმანეთს  რომ გავუფრთხილდეთ

გამოწერა
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 8 118–ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 4244 ადამიანი

თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, ხელისუფლება  პროცესს  სათანადოდ მართავს, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 554 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რეგიონების მიხედვით მაჩვენებელი ასე განაწილდა: 370 აჭარა, 65 თბილისი, 63 იმერეთი, 28 სამეგრელო-ზემო სვანეთი, 11 ქვემო ქართლი, 6–6 შიდა ქართლი და გურია, 4  მცხეთა-მთიანეთი და  ერთი კახეთი.
გახარიამ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეგულაციების დაცვისკენ.

„პანდემიამ თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობა შეცვალა, მაგრამ  რაც არ უნდა რთული იყოს,  აუცილებელია ექიმების ყველა რჩევა გავითვალისწინოთ.  ცოტა ხანი კიდევ უნდა მოვითმინოთ, დავიცვათ დისტანცია, პირბადეც  გავიკეთოთ ერთმანეთს  რომ გავუფრთხილდეთ“, – განაცხადა გახარიამ. 
სასწრაფო დახმარების მანქანა ინფექციურ საავადმყოფოთან - Sputnik საქართველო
COVID–19 საქართველოში: ინფიცირების ახალი შემთხვევებით კვლავ აჭარა „ლიდერობს“

მისი თქმით, მიუხედავად დღეს არსებული ეპიდვითარებისა, პროცესი კონტროლს ექვემდებარება და ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა საზოგადოების თითოეულმა წევრმა თავი დაცულად იგრძნოს.

„ქვეყანაში დღეს არსებული ეპიდვითარებას ვმართავთ. მთავარია ელემენტარული წესები დავიცვათ. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს,  განსაკუთრებით ხანდაზმულ ადამიანებს. უნდა გვესმოდეს, რომ რაც უფრო მარტივად და ეფექტურად დავიცავთ დისციპლინას და წესებს, მით უფრო მალე დავამარცხებთ ამ განსაცდელსაც და მით უფრო სწრაფად აღვადგენთ ჩვენს ეკონომიკას“, - განაცხადა გახარიამ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 8 118–ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 4244 ადამიანი, გარდაიცვალა – 50, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5392, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში – 1100 ადამიანი.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0