COVID–19 საქართველოში: ინფიცირების ახალი შემთხვევებით კვლავ აჭარა „ლიდერობს“

© Sputnik / STRINGERსასწრაფო დახმარების მანქანა ინფექციურ საავადმყოფოთან
სასწრაფო დახმარების მანქანა ინფექციურ საავადმყოფოთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში გაზრდილია კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა, ამიტომ საჭიროა რეგულაცეიბის დაცვა, რომ დედაქალაქშიც იგივე არ გამეორდეს, რაც აჭარაში, აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, თბილისში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა გაზრდილია. 

ენდელაძის თქმით, შემთხვევების რაოდენობიდან გამომდინარე, ახლა განსაკუთრებული სიფრთხილე და რეგულაციების დაცვაა აუცილებელი, რათა აჭარის მსგავსი სცენარი თბილისში არ გამეორდეს.

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: ანტირეკორდების სერია გრძელდება – ახალი შემთხვევები ბოლო დღე-ღამეში

„გავუფრთხილდეთ ამჯერად თბილისს... განგაშს აზრი არ აქვს, გაფრთხილებაა საჭირო. რა თქმა უნდა, ყველგან უნდა გავუფრთხილდეთ. თბილისშიც რომ არ იყოს სერიოზული მატება, საჭიროა რეგულაციების დაცვა. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, იქნებ, გადავრჩეთ და გავაკეთოთ ისე, რომ ყველამ დავიცვათ რეგუალაციები და იგივე არ გამეორდეს თბილისში, რაც აჭარაში. აჭარაში ალბათ თანდათან მოხდება ლოკალიზება“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ყველაზე მეტი რაოდენობა 554 ახალი შემთხვევიდან კვლავ აჭარაში დაფიქსირდა - 370, თბილისში - 65, იმერეთში - 63, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 28, ქვემო ქართლში - 11, შიდა ქართლსა და გურიაში 6-6 პაციენტი, მცხეთა-მთიანეთში - 4 და კახეთში -1.

ამასთან ერთად, მან საქართველოში მკურნალობის ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებზე ისაუბრა. 41 ინფიცირებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
COVID-19: ახალი ცნობები სამეგრელოდან

„დღეს გვაქვს 554 ახალი შემთხვევა. ამჟამად, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობაა 8 118 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 50 პროცენტზე ცოტა მეტია. აქტიური შემთხვევაა 3 874. ამ პაციენტებიდან 41 პაციენტია კრიტიკულად მძიმე და მართვით სუნთქვაზე იმყოფება, მათ შორის ცხრა არის აფხაზეთიდან ტერიტორიიდან გადმოყვანილი“, – განაცხადა ენდელაძემ

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, მისი თქმით, ამჟამად აქ იმყოფება 31 კოვიდინფიცირებული, ელდოებიან ახალ პაციენტებს. კრიტიკული პაციენტია მხოლოდ ერთი. ასევე, კლინიკაში არიან ბავშვებიც, რომელთა მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა>>

საქართველოში დღე-ღამეში გამოჯანმრთელებულთა რიცხვს 252 ადამიანი შეემატა. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 4244 ადამიანი, გარდაიცვალა – 50, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5392, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში – 1100 ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0