თბილისი, 4 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოში კორონავირუსით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.
ამ დროისთვის ვირუსით საქართველოში 50 ადამიანია გარდაცვლილი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში რეკორდულად, 554-ით გაიზარდა და 8118-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა რიცხვს 252 ადამიანი შეემატა და მათი საერთო რაოდენობა 3 992-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5392, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1 100 ადამიანი იმყოფება.
ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.