ცერცვაძე: ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით მკაცრ ზომებს არ მივმართავთ

© press-service of Infectious Diseases and AIDS Centerთენგიზ ცერცვაძე
თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცერცვაძის განცხადებით, ინფიცირების შემთხვევების მატება მოსალოდნელი იყო გაზრდილი მობილობისა და შიდა შეზღუდვების მოხსნის გამო.

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. სახელისუფლო ვერტიკალთან ერთად ჩვენ მოვახდენთ სიტუაციის სტაბილიზაციას და არ მივმართავთ მკაცრ ზომებს, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ. 

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: დავიცვათ დისტანცია, პირბადეც გავიკეთოთ ერთმანეთს  რომ გავუფრთხილდეთ

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 554 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რეგიონების მიხედვით მაჩვენებელი ასე განაწილდა: 370 აჭარა, 65 თბილისი, 63 იმერეთი, 28 სამეგრელო-ზემო სვანეთი, 11 ქვემო ქართლი, 6–6 შიდა ქართლი და გურია, 4  მცხეთა-მთიანეთი და  ერთი კახეთი.

ცერცვაძის განცხადებით, ინფიცირების შემთხვევების მატება მოსალოდნელი იყო გაზრდილი მობილობისა და შიდა შეზღუდვების მოხსნის გამო. შექმნილი ვითარების ფონზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა საზოგადოების თითოეულმა წევრმა თავი დაცულად იგრძნოს.

„მიუხედავად ინფიცირებულთა შემთხვევების მატებისა, რომელიც ბოლო ორ კვირაში აღინიშნება, საქართველო მყარად ინარჩუნებს მთელ ევროპაში 49 ქვეყანას შორის იმ ქვეყნის სტატუსს, რომელსაც ყველაზე მცირე რაოდენობის გარდაცვლილი ჰყავს. ქვეყანაში საგანგაშო ვითარება ნამდვილად არ გვაქვს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 8 118–ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 4244 ადამიანი, გარდაიცვალა – 50, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5392, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში – 1100 ადამიანი.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0