რთველი 2020: მევენახეებმა 240 ათას ტონამდე ყურძენი ჩააბარეს

© Sputnik / STRINGER რთველი
რთველი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსავლის დაბინავება კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. ყოველდღიურად, დაახლოებით, 5-6 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდება.

თბილისი, 3 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოში „რთველი 2020“-ის ფარგლებში ამ დროისათვის დაახლოებით 238 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.  

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
„ყურძნის ქურდები“ – კახეთში „საფერავის“ მოპარვის მცდელობისთვის ოთხი ადამიანი დააკავეს

კახეთში ყურძნის მოსავლის აღების სეზონი 22 აგვისტოს დაიწყო. გადამუშავების პროცესში 60-ზე მეტი ღვინის საწარმოა ჩართული.

3 ოქტომბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 161 ათასი ტონა „რქაწითელი“, 64 ათასი ტონა „საფერავი“, 4 ათასი ტონა „კახური მწვანე“ და სხვადასხვა ჯიშის ყურძენი.

მოსავლის დაბინავება კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. ყოველდღიურად, დაახლოებით, 5-6 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდება.

სააგენტოს ცნობით, კახეთში ღვინის საწარმოებს ყურძენი 23 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავალი 250 მლნ ლარს აღწევს.

საქართველოს მთავრობამ წელს COVID-19-ის პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად „რქაწითელისა“ და „კახური მწვანეს“ ჯიშის ყურძნის სუბსიდირება გადაწყვიტა.

სუბსიდიას მიიღებენ ის კომპანიები, რომლებიც შეისყიდიან და გადაამუშავებენ ამ ჯიშების სულ ცოტა 1 ათას ტონა ყურძენს. ამასთან, ღვინის ქარხნებს დადგენილი აქვთ ერთი კილოგრამი ყურძნის ფასი – არანაკლებ 80 თეთრისა. სახელმწიფოს სუბსიდია ერთ კილოგრამზე 30 თეთრს შეადგენს.

 

ყველა ახალი ამბავი
0