გერმანიის ელჩი: მივესალმებით, რომ საქართველო კონფლიქტის მხარეებს შუამავლის როლს სთავაზობს

© photo : Ministry of Internal Affairs of Georgia / FBგერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰუბერტ ქნირში
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰუბერტ ქნირში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს უსაფრთხოების საბჭომ დღეს მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, ხელი შეუწყოს დიალოგის დაწყებას კონფლიქტის მხარეებს შორის.

თბილისი,  3 ოქტომბერი – Sputnik. მივესალმებით, რომ საქართველო აზერბაიჯანსა და სომხეთს  შუამავლის როლს სთავაზობს, განაცხადა საქართველოში გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა მთიანი ყარაბაღის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე კომენტარისას. 

საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს სხდომა - Sputnik საქართველო
საქართველოს უსაფრთხოების საბჭო სომხეთსა და აზერბაიჯანს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს. აქტიური საომარი მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

„ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობასთან გვაქვს ყოველდღიური ურთიერთობა. მივესალმებით იმას, რომ საქართველო სთავაზობს კონფლიქტის მხარეებს შუამავლის როლს, ამას აკეთებენ ასევე გერმანია და ევროკავშირიც.  იმედი მაქვს, საერთაშირისო ძალისხმევა მიგვიყვანს იქამდე, რომ მხარეები დიალოგის მაგიდას მალე მიუსხდებიან“, – განაცხადა ელჩმა.

საქართველოს უსაფრთხოების საბჭომ დღეს მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, ხელი შეუწყოს დიალოგის დაწყებას კონფლიქტის მხარეებს შორის. 

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
კობახიძე: საქართველო ყარაბაღზე მოლაპარაკებებისთვის შეიძლება საუკეთესო პლატფორმა იყოს

„ცეცხლის შეწყვეტა – ეს არის ჩვენი, სამივე ქვეყნის მთავარი საერთო ინტერესი, რათა  ამ რეგიონს დავუბრუნოთ სტაბილურობა, მშვიდობა და მისი უზარმაზარი, ეკონომიკური როლი საერთოდ მსოფლიოსთვის. ეს არის ჩვენი ერთობლივი მონაპოვარი და ეს არის ის, რასაც ჩვენ ერთობლივად უნდა გავუფრთხილდეთ“, – განაცხადა  სალომე  ზურაბიშვილმა და  კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თბილისი მზადაა, უმასპინძლოს ნებისმიერ მოლაპარაკებებს კონფლიქტის მხარეებს შორის.

მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ-დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1992-1994 წლებში აზერბაიჯანმა დაკარგა კონტროლი მთიან ყარაბაღზე და მის მიმდებარე შვიდ რაიონზე.

კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისთვის მოლაპარაკებები 1992 წლიდან მიმდინარეობს ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში, რომელსაც სამი თანათავმჯდომარე ჰყავს – რუსეთი, აშშ და საფრანგეთი. აზერბაიჯანი მოითხოვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, სომხეთი კი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, რადგან თავად ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.

ყველა ახალი ამბავი
0