„ვუპასუხებთ ადეკვატურად“: ბაქო სომხეთიდან სარაკეტო შეტევებზე განცხადებას ავრცელებს

© REUTERS / Ibragim Gashimov / გადასვლა მედიაბანკშიაზერბაიჯანის სოფლის დაცხრილვის შედეგები
აზერბაიჯანის სოფლის დაცხრილვის შედეგები  - Sputnik საქართველო
გამოწერა
აზერბაიჯანის დღევანდელი ცნობით, მათმა არმიამ ყარაბაღში რამდენიმე სტრატეგიული მაღლობი დაიკავა. ერევანში, თავის მხრივ, აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის სამხედრო–საჰაერო ძალების თვითმფრინავი და უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.

თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. სომხეთის შეიარაღებული ძალები აზერბაიჯანულ სოფლებზე ინტენსიურ საარტილერიო შეტევას ახორციელებს, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი“ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით.

თვითმავალი არტილერია - Sputnik საქართველო
ერევანი მოლაპარაკებებისთვის მზადაა: სომხეთის საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს

სამინისტროს ინფორმაციით, მშვიდობიან მოსახლეობაში არიან მოკლულები და დაჭრილები.

უწყება არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სარაკეტო შეტევა უშუალოდ სომხეთის ტერიტორიიდან ხორციელდებოდეს და შესაბამისი ზომების მიღების პირობას დებს.

„ვაცხადებთ, რომ ჩვენი მხრიდან ადეკვატური საპასუხო ზომები იქნება მიღებული“, — ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.     

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის დღევანდელი ცნობით, მათმა არმიამ ყარაბაღში რამდენიმე სტრატეგიული მაღლობი დაიკავა.

ერევანში, თავის მხრივ, აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის სამხედრო–საჰაერო ძალების თვითმფრინავი და უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.

მანამდე აშშ-ის, რუსეთისა და საფრანგეთის ლიდერებმა, რომლებიც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნებს წარმოადგენენ, ბაქოსა და ერევანს მოუწოდეს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საომარი მოქმედებები მთიან ყარაბაღში. ამასთან პრეზიდენტებმა მიუსამძიმრეს კონფლიქტში დაღუპული და დაჭრილი ჯარისკაცების ოჯახებს და კონფლიქტის მხარეებს მოლაპარაკებების უპირობო აღდგენისკენ მოუწოდეს.

აზერბაიჯანელი სამხედროები - Sputnik საქართველო
ტრამპი, პუტინი და მაკრონი მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლებამ ბაქოსა და ერევანს მოლაპარაკებათა არენად თბილისი შესთავაზა.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს.

რიგმა ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის საქართველომ, მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდეს.

მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ-დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1992-1994 წლებში აზერბაიჯანმა დაკარგა კონტროლი მთიან ყარაბაღზე და მის მიმდებარე შვიდ რაიონზე.

კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისთვის მოლაპარაკებები 1992 წლიდან მიმდინარეობს ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში, რომელსაც სამი თანათავმჯდომარე ჰყავს – რუსეთი, აშშ და საფრანგეთი. აზერბაიჯანი მოითხოვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, სომხეთი კი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, რადგან თავად ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.

 

ყველა ახალი ამბავი
0