ერევანი მოლაპარაკებებისთვის მზადაა: სომხეთის საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს

© photo: AFP 2020 / JALAA MAREYთვითმავალი არტილერია
თვითმავალი არტილერია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე აშშ-ის, რუსეთისა და საფრანგეთის ლიდერებმა, რომლებიც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნებს წარმოადგენენ, ბაქოსა და ერევანს მოუწოდეს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საომარი მოქმედებები მთიან ყარაბაღში.

თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. ერევანი მზადაა როგორც გარედან მომავალი აგრესიის მოგერიების, ისე ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში მუშაობისთვის მშვიდობის აღსადგენად, იუწყება „Sputnik–სომხეთი“ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით.

„ჩვენ განვაგრძობთ მტკიცე ბრძოლას არცახის (ასე უწოდებენ სომხები ყარაბაღს — რედ.) წინააღმდეგ აგრესიასთან და იმავდროულად მზად ვართ ვიმუშაოთ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნებთან, რათა აღვადგინოთ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 1994–1995 წლების მოლაპარაკებების საფუძველზე“, — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანული მხარის დღევანდელი ცნობით, მათმა არმიამ ყარაბაღში რამდენიმე სტრატეგიული მაღლობი დაიკავა.

აზერბაიჯანელი სამხედროები - Sputnik საქართველო
ტრამპი, პუტინი და მაკრონი მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

ერევანში, თავის მხრივ, აცხადებენ, რომ აზრბეიჯანის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავი და უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.

მანამდე აშშ-ის, რუსეთისა და საფრანგეთის ლიდერებმა, რომლებიც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნებს წარმოადგენენ, ბაქოსა და ერევანს მოუწოდეს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საომარი მოქმედებები მთიან ყარაბაღში. ამასთან პრეზიდენტებმა მიუსამძიმრეს კონფლიქტში დაღუპული და დაჭრილი ჯარისკაცების ოჯახებს და კონფლიქტის მხარეებს მოლაპარაკებების უპირობო აღდგენისკენ მოუწოდეს.

თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლებამ ბაქოსა და ერევანს მოლაპარაკებათა არენად თბილისი შესთავაზა.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს.

„დიალოგისკენ მოწოდება უადგილოა“ – ალიევი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ>>

რიგმა ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის საქართველომ, მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდეს.

მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ-დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1992-1994 წლებში აზერბაიჯანმა დაკარგა კონტროლი მთიან ყარაბაღზე და მის მიმდებარე შვიდ რაიონზე.

კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისთვის მოლაპარაკებები 1992 წლიდან მიმდინარეობს ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში, რომელსაც სამი თანათავმჯდომარე ჰყავს – რუსეთი, აშშ და საფრანგეთი. აზერბაიჯანი მოითხოვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, სომხეთი კი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, რადგან თავად ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.

 

ყველა ახალი ამბავი
0