საოჯახო ჩანგლით შექმნილი შედევრები და ქართველი ხელოვანი მსოფლიოს 30 საუკეთესოთა შორის

© photo: courtesy of Manana Dzidzikashviliმანანა ძიძიკაშვილი
მანანა ძიძიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„დროს შეეშალა თუ შენ "შეგეშალა"და მავანთა სანუგეშოდ მოხვდი ამ გაუგებარ რეალობაში“ – ასეთი შეფასება მისცა არაჩვეულებრივი ხელოვანის, გობელენის უბადლო ოსტატის მანანა ძიძიკაშვილის შემოქმედებას მისმა კოლეგამ მანანა თავბერიძემ.

ალბათ ეს სიტყვები ზუსტად გამოხატავს იმ ემოციას, რაც მისი ნამუშევრების ხილვის დროს ნებისმიერ ჩვენგანს გაუჩნდება.

გობელენით ბავშვობიდან არ ყოფილა გატაცებული, ეს ინტერესი მოგვიანებით გაუჩნდა, როდესაც სამხატვრო სასწავლებელში ამ დარგის საუკეთესო პროფესიონალთან მოხვდა. ამ შეხვედრამ მისი მომავალი პროფესიაც განსაზღვრა, ამიტომ სასწავლებლის მერე სამხატვრო აკადემია ტექსტილის დიზაინის სპეციალობით დაამთავრა.

© photo: courtesy of Manana Dzidzikashviliმუშაობის პროცესში
საოჯახო ჩანგლით შექმნილი შედევრები და ქართველი ხელოვანი მსოფლიოს 30 საუკეთესოთა შორის - Sputnik საქართველო
მუშაობის პროცესში

მისი ხელოვნებით ამ სფეროში მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარებული ჩინელებიც აღფრთოვანდნენ და 2005 წელს მანანა ძიძიკაშვილის ბიოგრაფია და გობელენი, სახელად „ანარეკლი“ პეკინის უნივერსიტეტის ტექსტილის დიზაინის სპეციალობის სახელძღვანელო წიგნში Fiber art Desing შეიტანეს. 2016 წელს კი, საერთაშორისო ბიენალეს ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, მისი გობელენი „შავი ზღვა“ მსოფლიოში 33 საუკეთესო ნამუშევართა შორის დასახელდა.

მისი გობელენები სხვადასხვა დროს გამოიფინა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ჩინეთი, ესპანეთი, გერმანია, რუსეთი, საფრანგეთი, უკრაინა, თურქეთი. ნამუშევრების დიდი ნაწილი გაყიდულია, უცხოეთის კერძო კოლექციებსა და თბილისის გობელენის მუზეუმში ინახება.

© photo: courtesy of Manana Dzidzikashviliმანანა ძიძიკაშვილი
საოჯახო ჩანგლით შექმნილი შედევრები და ქართველი ხელოვანი მსოფლიოს 30 საუკეთესოთა შორის - Sputnik საქართველო
მანანა ძიძიკაშვილი

- ქალბატონო მანანა, თქვენ ხელოვნების ამ საოცრად რთულ დარგში ერთ-ერთი საუკეთესო ხართ, მაგრამ სანამ საკუთარ ადგილს დაიმკვიდრებდით, გარკვეული გზა გაიარეთ... 

- მხატვრობით ჩემი დაინტერესება, პირველ რიგში, ოჯახიდან მოდის. მამიდა – ლამარა ძიძიკაშვილი მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი იყო. პროფესიით გეოგრაფი, ფერწერაში არაჩვეულებრივად მუშაობდა, მისი ყოველი ტილო ჩემ თვალწინ იქმნებოდა. გობელენის დარგით ბავშვობდან არ ვყოფილვარ დაინტერესებული, საერთოდ არაფერი ვიცოდი ამ ურთულესი სპეციალობის შესახებ. სკოლის დამთავრების შემდეგ თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში საალფრეინო (კედლის მხატვრობა) ფერწერის განხრით ჩავაბარე. თუმცა ვაღიარებ, რომ ამ სპეციალობასთან არანაირი კავშირი არ მქონია, ფერწერაში ვმუშაობდი.

© photo: courtesy of Manana Dzidzikashvili„ლურჯი ხე“
საოჯახო ჩანგლით შექმნილი შედევრები და ქართველი ხელოვანი მსოფლიოს 30 საუკეთესოთა შორის - Sputnik საქართველო
„ლურჯი ხე“

- ვინ იყო პიროვნება, რომელმაც გარკვეულად განსაზღვრა თქვენი მომავალი საქმიანობა?

- სასწავლებელში ჩემი პედაგოგი გახლდათ არაჩვეულებრივი პიროვნება და გობელენის საუკეთესო ოსტატი, ბატონი ომარ ხუბულაშვილი, რომელიც გობელენებს ორი წლის მანძილზე ჩვენ თვალწინ ქმნიდა. ბატონ ომარს ხშირად ვეხმარებოდი მოსამზადებელი სამუშაოს შესრულებისას შეღებილი ძაფების ამოხვევაში, რაც საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს. მართალია, ვხედავდი, თუ რამდენად რთული იყო ეს, მაინც გადავწყვიტე, რომ სამხატვრო აკადემიაში ტექსტილის დიზაინის სპეციალობაზე ჩამებარებინა. სწავლის პერიოდში ელენე ახვლედიანის სახელობის სტიპენდიანტი ვიყავი და აკადემია წარჩინებით დავამთავრე.

© photo: courtesy of Manana Dzidzikashvili„ნატურმორტი“
საოჯახო ჩანგლით შექმნილი შედევრები და ქართველი ხელოვანი მსოფლიოს 30 საუკეთესოთა შორის - Sputnik საქართველო
„ნატურმორტი“

- თქვენ ამ დარგში მსოფლიოში საუკეთესო ქვეყანამ გაღიარათ, პირველ საერთაშორისო ბიენალეში მონაწილეობა ვინ შემოგთაზავათ?

- არაერთ გამოფენაში მაქვს მონაწილეობა მიღებული როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, თუმცა ვიტყოდი, რომ ჩემი აღიარება მაინც ჩინეთის ბოჭკოვანი ხელოვნების From Lausanne to Beijing ბიენალედან დაიწყო. 2000 წელს, როდესაც პეკინში პირველი საერთაშორისო ბიენალე ტარდებოდა, ბატონებმა გივი ყანდარელმა და თამაზ ნუცუბიძემ (რომლებიც მონაცვლეობით უძღვებოდნენ ტექსტილის დიზაინის კათედრას) თავისთან მიხმეს და ბიენალეში მონაწილეობა შემომთავაზეს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და უდიდესი მადლიერება და პატივისცემა გამოვხატო აწ გარდაცვლილი ბატონი გივისა და მისი არაჩვეულებრივი მეუღლის, ქალბატონ მალი ლუ ყანდარელის მიმართ. სწორედ ამ ადამიანებმა ითამაშეს უმთავრესი როლი ჩემ კარიერულ წინსვლაში.

© photo: courtesy of Manana Dzidzikashvili„ქოხი, რომელშიც იცინიან“
საოჯახო ჩანგლით შექმნილი შედევრები და ქართველი ხელოვანი მსოფლიოს 30 საუკეთესოთა შორის - Sputnik საქართველო
„ქოხი, რომელშიც იცინიან“

- რამდენადაც ვიცი, ჩინეთში კარგად იცნობენ ბატონ გივის და მის საქმიანობას...

- მიუხედავაად იმისა, რომ ჩინეთი ტექსტილის განვითარების კუთხით ყოველთვის იყო და არის მაღალ დონეზე, ფაქტია, რომ დღეს პეკინის უნივერსიტეტის ტექსტილის დიზაინის სპექციალობაზე ბატონ გივი ყანდარელის გობელენის სკოლა არსებობს. აქ წელიწადში ერთხელ, რამდენიმე თვით მას ლექციების წასაკითხად იწვევდნენ ხოლმე. უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დღემდე არ ივიწყებენ ბატონ გივის იმ ღვაწლს, რაც მან ამ უნივერსიტეტში ჩადო. პირადად მე ამ ბიენალეს არც ერთხელ არ დავსწრებივარ, თუმცა მისი ათგზის მონაწილე ვარ. იქ ყოველთვის ვაგზავნიდი ჩემს ნამუშევარს, რომელთა შორის უმრავლესობა გამარჯვებულთა სიაშია შესული.

© photo: courtesy of Manana Dzidzikashviliჟურნალში „ამერიკული გობელენი ალიანსი“ მანანა ძიძიკაშვილზე დაბეჭდილი მასალა
საოჯახო ჩანგლით შექმნილი შედევრები და ქართველი ხელოვანი მსოფლიოს 30 საუკეთესოთა შორის - Sputnik საქართველო
ჟურნალში „ამერიკული გობელენი ალიანსი“ მანანა ძიძიკაშვილზე დაბეჭდილი მასალა

- თქვენ ბნელ და რთულ 90-იან წლებშიც არ შეგიწყვეტიათ მუშაობა...

- მართალია, ყველაზე მძიმე 90-იან წლებში გარკვეულად შეფერხდა ჩემი შემოქმედებითი მუშაობა, მინდა ვთქვა, რომ მაინც ვახერხებდი რაიმე შემექმნა. ჩემი გობელენი „საღამო“, რომელიც იმ პერიოდის ნამუშევართა შორისაა, დასახელდა როგორც წლის საუკეთესო ნამუშევარი და მხატვართა კავშირის მედლითა და ფულადი პრემიით აღინიშნა.

© photo: courtesy of Manana Dzidzikashvili„კარვები“
საოჯახო ჩანგლით შექმნილი შედევრები და ქართველი ხელოვანი მსოფლიოს 30 საუკეთესოთა შორის - Sputnik საქართველო
„კარვები“

- როგორ მოხვდა თქვენი ბიოგრაფია პეკინის უნივერსიტეტის ტექსტილის დიზაინის სახელძღვანელოში?

- 2004 წელს ჩემი ნამუშევარი „ანარეკლი“ დაჯილდოვდა ბრინჯაოს მედლით და ჩემი შემოქმედებითი წარმატების აღმავლობის ეტაპიც სწორედ ამ წლიდან დაიწყო. წარმატებას წარმატება მოჰყვა და 2007 წელს იგივე გობელენი „ანარეკლი“ და ჩემი ბიოგრაფია პეკინის უნივერსიტეტის ტექსტილის დიზაინის სახელმძღვანელო წიგნში Design ისეთი მხატვრის გვერდით მოხვდა, როგორიაა ფრანგი გობელენის საუკეთესო ოსტატი ჟან ლურსა.

© photo: courtesy of Manana Dzidzikashviliთურქეთის ქალაქ რიზეში გამართულ გამოფენაზე
საოჯახო ჩანგლით შექმნილი შედევრები და ქართველი ხელოვანი მსოფლიოს 30 საუკეთესოთა შორის - Sputnik საქართველო
თურქეთის ქალაქ რიზეში გამართულ გამოფენაზე

- ერთია ესკიზის შექმნა და მეორე – იგი ქსოვილზე გადაიტანო, რამდენად ხანგრძლივი პროცესია?

- ცალკეულ ესკიზზე მთელი ენთუზიაზმით ვმუშაობ, რაც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. ამის შემდეგ ურთულესი პროცესია ამ ესკიზების გობელენში ან ბატიკაში გაცოცხლება. ეს რამდენიმე თვის, ზოგჯერ წლის მძიმე შრომის შედეგია. სამაგიეროდ უკვე დამთავრებული ნამუშევრის ყურება უდიდესი ბედნიერებაა.

© photo: courtesy of Manana Dzidzikashviliესკიზი „ლურჯი ქალაქი“
საოჯახო ჩანგლით შექმნილი შედევრები და ქართველი ხელოვანი მსოფლიოს 30 საუკეთესოთა შორის - Sputnik საქართველო
ესკიზი „ლურჯი ქალაქი“

- ნამუშევარი, რომელთანაც განსაკუთრებული დამოკიდებულება გაქვთ...

- ჩემს გობელენებს „მარადიულობა“, „მღვიმე“ და „ნატურმორტი“ არ მიუღიათ არანაირი პრიზი ან სერტიფიკატი. აქედან გამოვყოფდი „ნატურმორტს“, ვერ ვიტყოდი, რომ ამ ნამუშევართან რაიმე მოგონება მაკავშირებს, მაგრამ ის უხილავი ძაფებით შინაგანად ძალიან ახლოსა ჩემთან, ჩემს შინაგან სამყაროსთან. ამ ნამუშევარს ბავშვობის წლებში და ნათელ მოგონებებში გადავყავარ.

© photo: courtesy of Manana Dzidzikashvili„თვითიზოლაცია“ - პანდემიის დროს შექმნილი გობელენი
საოჯახო ჩანგლით შექმნილი შედევრები და ქართველი ხელოვანი მსოფლიოს 30 საუკეთესოთა შორის - Sputnik საქართველო
„თვითიზოლაცია“ - პანდემიის დროს შექმნილი გობელენი

- რომელს ვერ შეელევით და რატომ?

- ძალიან განსხვავებული დამოკიდებულება მაქვს გობელენთან, რომელსაც „ძველი სახლი“ დავარქვი. ესაა ბურუსით მოსილი სახლი, სადაც დავიბადე და რომელიც ბუნდოვნად მახსოვს. ამ ნამუშევარშიც სწორედ ასეა ასახული ბავშვობის თვალით დანახული სახლი. ეს ის ნამუშევარია, რომელსაც ვერასოდეს შეველევი.

© photo: courtesy of Manana Dzidzikashviliმუშაობის დროს
საოჯახო ჩანგლით შექმნილი შედევრები და ქართველი ხელოვანი მსოფლიოს 30 საუკეთესოთა შორის - Sputnik საქართველო
მუშაობის დროს

- თქვენ საოცარი გობელენების შექმნის დროს ჩვეულებრივ საოჯახო ჩანგალს იყენებთ, მინდა გკითხოთ, სამზარეულოში ყოფნა რამდენად გიყვართ?

- მსოფლიოში ყველა ხელოვანი გობელენზე სწორედ ჩანგლით მუშაობს. რაც შეეხება ჩემ დამოკიდებულებას სამზარეულოს მიმართ, მაინცდამიანც არ მიყვარს გაზქურასთან ყოფნა, მირჩევნია გობელენთან გავატარო მეტი წილი დრო. ჩემი ახლობლები ამას ჩვეულებრივად აღიქვამენ, რადგან ოჯახში ხუთი მხატვარია. მათ კარგად იციან, რომ შემოქმედებითი ადამიანი ყოფით პრობლემებს განსაკუთრებულად უმკლავდება და ამაში მას, პირველ რიგში, ხელოვნება ეხმარება...

© photo: courtesy of Manana Dzidzikashviliსადიპლომო ნამუშევრების დაცვის დროს
საოჯახო ჩანგლით შექმნილი შედევრები და ქართველი ხელოვანი მსოფლიოს 30 საუკეთესოთა შორის - Sputnik საქართველო
სადიპლომო ნამუშევრების დაცვის დროს

- გაიხსენეთ ცხოვრებისეული აზრი, რომელმაც იმპულსი მოგცათ შემოქმედებაში...

- არსებობს ასეთი სიბრძნე: „ქოხი, რომელშიც იცინიან, უფრო ბედნიერია, ვიდრე მდიდრული სასახლე, სადაც მოწყენილები არიან“. ეს ფრაზა ინსპირაციის წყარო გახდა, ამ გამონათქვამმა მომცა საკმაოდ დიდი ძალა და ენერგია, რათა ულამაზესი გობელენი შემექმნა. ეს ნამუშევარი მერე საერთაშორისო აღიარების ობიექტად იქცა. ნამუშევარი საერთაშორისო ბიენალეს საორგანიზაციო კომიტეტის და ჟიურის ერთობლივი გადაწყვეტილებით 30 საუკეთესო ნამუშევართა რიცხვში შევიდა. ამ მოსაზრებას ვეთანხმები და დარწმუნებული ვარ, რომ ბედნიერება ფუფუნებაში არ არის. პირადად ჩემთვის ბედნიერებაა ის, რასაც ვქმნი...

 

ყველა ახალი ამბავი
0