თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში დღეს კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა უკვე 46–ს შეადგენს.
გავრცელებული ინფორმაციით, ყველა გარდაცვლილს თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა.
გასულ დღეს-ღამეში გარდაცვლილთაგან სამი ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ მკურნალობდა. აქედან ორის შესახებ ინფორმაცია ცნობილია: ერთი გარდაცვლილია 78 წლის ქალი, ხოლო მეორე – 72 წლის მამაკაცი.
კიდევ ორი ბაციენტი ბათუმის კლინიკაში მკურნალობდა. ცნობილია, რომ ერთი გარდაცვლილი აფხაზეთიდან იყო.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში კვლავ რეკორდულად, 453-ით გაიზარდა და 7093-ს მიაღწია.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 3714 ადამიანი (გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას ბოლო 24 საათში დაემატა 295), კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 392, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1 100 ადამიანი იმყოფება.
ენდელაძე: კორონავირუსის შემთხვევების უმეტესობა აჭარას უკავშირდება>>
ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.