10:12 20 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7763
  • 100 RUB4.1332
  • USD3.2117
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2106)
82 0 0

COVID-19-ის შემთხვევების რაოდენობამ საქართველოს დედაქალაქშიც მოიმატა – გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსი თბილისში 78 ადამიანს დაუდასტურდა.

თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევიდან 297 აჭარას უკავშირდება, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებთან.

COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში>>

„შემთხვევების რაოდენობამ თბილისში ცოტა მოიმატა და 78-ია, შემდეგ მოდის იმერეთი – აქ 52 პაციენტია, სამეგრელო–ზემო სვანეთში, გურიასა და შიდა ქართლში არის 6-6 პაციენტი, კახეთში – 3, ქვემო ქართლში გახლავთ 2 პაციენტი, მცხეთა-მთიანეთშიც – 2, სამცხე-ჯავახეთში კი არის ერთი ახლად დადასტურებული შემთხვევა“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ენდელაძის თქმით, იმ ინფიცირებულებს შორის, რომლებიც მკურნალობას გადიან, 38 კრიტიკულად მძიმეა, მათ შორის 36 იმყოფება მართვით სუნთქვაზე. აქედან 9 პაციენტი აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ ბოლო მონაცემებით 7093-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა რიცხვს 295 ადამიანი შეემატა და სულ 3714 შეადგინა.

ამასთან, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5392, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1100 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2106)

მთავარი თემები