თენგიზ ცერცვაძე თანამდებობაზე რჩება

© press-service of Infectious Diseases and AIDS Centerთენგიზ ცერცვაძე
თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცერცვაძე პარასკევს აჭარაში გაემგზავრება, სადაც რამფენიმე კვირის მანძილზე ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა ფიქსირდება

თბილისი, 1 ოქტომბერი  — Sputnik. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს პრეს–სამსახურის უფროსმა გიორგი ბერიძემ უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია კლინიკის დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ. 

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
გამყრელიძე: აუცილებელია კვლავ გავააქტიუროთ კამპანია „დარჩი სახლში“

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაცია დღეს დილით გავრცელდა. მედიის მტკიცებით, ცერცვაძე თანამდებობის დატოვებას მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიის გამო აპირებდა.

„ამ დროისთვის თენგიზ ცერცვაძე რჩება თავის თანამდებობაზე, აგრძელებს დაკისრებულ მოვალეობას. მას ხვალ დაგეგმილი აქვს ვიზიტი აჭარის რეგიონში, სადაც ყველაზე მეტი ინფიცირებულია“, – განაცხადა ბერიძემ.

ამასთან, მან კატეგორიულად უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცერცვაძეს პარლამენტის დეპუტატობა სურდა.

თენგიზ ცერცვაძე 1989 წლიდან ხელმძღვანელობს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, რომლის ოფიციალური სახელწოდებაა „ინფექციური პათოლოგიების, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი“. 

თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო
400-ზე შეიძლება ავიდეს: თენგიზ ცერცვაძე საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციაზე საუბრობს

ცერცვაძემ განსაკუთრებული პოპულარობა კორონავირუსთან ბრძოლის პირველი ტალღის პერიოდში მოიპოვა. სწორედ მისი კლინიკა გახდა COVID -19–ით ინფიცირებული პაციენტების ძირითადი მიმღები, ამასთან იგი მონაწილეობდა დაავადებულთა მკურნალობის პროტოკოლის შემუშავებაში.

ზაფხულში ცერცვაძესა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შორის კონფლიქტი მოხდა იმის გამო, რომ კლინიკას ფიზიკურად შენობა არ აქვს და პაციენტების მიღება ვერ შეძლო. კონფლიქტი ცერცვაძის სასარგებლოდ გადაწყდა, კლინიკამ დამატებითი დაფინანსებისა და ახალი შენობის თაობაზე დაპირება მიიღო.

თავად ცერცვაძე ოპოზიციის გარკვეულ ნაწილში ერთგვარ გაღიზიანებას იწვევს  – მიზეზი მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მხარდაჭერაა. ოპოზიციური მედია პერიოდულად ავრცელებს ინფორმაციას მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, რომელიც შემდეგ არ დასტურდება. ბოლოს მსგავსი ინფორმაცია გაზაფხულზე გავრცელდა.

ყველა ახალი ამბავი
0