მარნეულში მომხდარი ინციდენტის საქმეში სახალხო დამცველი ჩაერთო

© courtesy of Nino Lomjariaნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები სიტუაციის დეტალურად გაცნობის მიზნით მარნეულში გაემგზავრნენ

თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. ვიმედოვნებთ, რომ გამოძიება წარიმართება ოპერატიულად და მოხდება პასუხისმგებელ პირთა სწრაფი იდენტიფიცირება – მარნეულში მომხდარ დაპირისპირებას საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გამოეხმაურა.

დაპირისპირება მარნეულში: „ნაცმოძრაობა" VS „ქართული ოცნება">>

მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიასთან დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მხარდამჭერები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. შეხლა–შემოხლის დროს თავს დაესხნენ ჟურნალისტებსაც.

Патрульная полиция на месте происшествия - Sputnik საქართველო
მარნეულში ჟურნალისტებსა და ოპერატორებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

„სახალხო დამცველის აპარატი ყურადღებით აკვირდება მარნეულში მიმდინარე მოვლენებს. ამ წუთებში აპარატის თანამშრომლები სიტუაციის დეტალურად გაცნობის მიზნით ადგილზე მიემგზავრებიან“, – დაწერა ლომჯარიამ თავის Facebook–გვერდზე.

როგორც სახალხო დამცველი აღნიშნავს, მათი ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის მუხლით.

„იმედს ვიტოვებთ, გამოძიება წარიმართება ოპერატიულად და მოხდება პასუხისმგებელ პირთა სწრაფი იდენტიფიცირება. აღნიშნული მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება საზოგადოებრივი წესრიგისა და არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნავს ნინო ლომჯარია.

მარნეულში დაპირისპირების დროს თავს დაესხნენ პირველი არხისა და „მთავარი არხის“ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ყველა ახალი ამბავი
0